მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა რეგიონებში მიუსაფარი ძაღლების იდენტიფიცირებისთვის 102,092 მიკროჩიპს ყიდულობს
მთავრობა რეგიონებში მიუსაფარი ძაღლების იდენტიფიცირებისთვის 102,092 მიკროჩიპს ყიდულობს

მთავრობა რეგიონებში მიუსაფარი ძაღლების იდენტიფიცირებისთვის 102,092 მიკროჩიპს ყიდულობს

BM.GE16 მაისი, 2026, 14:25|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელსაც რეგიონებში ქუჩის ძაღლების და კატების კონტროლი და მონიტორინგი ევალება, ყიდულობს 102,092 ერთეულ ძაღლის საიდენტიფიკაციო მიკროჩიპს. შესაბამისად, ერთი ჩიპის სატენდერო ღირებულება 4.25 ლარს შეადგენს. ამასთან, უწყება 341 ერთეული წამკითხველი მოწყობილობის შესყიდვასაც გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიკროჩიპები განკუთვნილია ძაღლების კანქვეშ იმპლანტაციისთვის და უნდა აკმაყოფილებდეს ISO 11784/11785 საერთაშორისო სტანდარტებს. ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ჩიპი უნდა იყოს ანტიმიგრაციული, ბიოშუშის კაფსულაში მოთავსებული, წყალგაუმტარი და კოროზიისგან დაცული. თითოეულ მიკროჩიპს უნდა ჰქონდეს უნიკალური 15-ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მიკროჩიპები პასიურ RFID ტექნოლოგიაზე მუშაობს და არ შეიცავს ბატარეას. მათი წაკითხვა სპეციალური სკანერით საშუალოდ 3-10 სანტიმეტრის მანძილიდან იქნება შესაძლებელი. სააგენტო ასევე ითხოვს, რომ პროდუქცია გამოყენებული იყოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და სხვა ჩამოთვლილ სახელმწიფოებში, ან ჰქონდეს ცხოველთა აღრიცხვიანობის საერთაშორისო კომიტეტის (ICAR) სერტიფიკატი.

ტენდერის პირობებით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მიკროჩიპების სტერილურ ერთჯერად შპრიცებთან ერთად მიწოდება. თითოეულ ჩიპს უნდა ახლდეს სამი წებვადი სტიკერი, რომელზეც დატანილი იქნება შესაბამისი შტრიხკოდი.

დოკუმენტაციის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია თითოეული პარტიის ტესტირება ჩაატაროს. დეფექტის ან მონაცემთა ეროვნულ ბაზასთან შეუთავსებლობის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იქნება, შესაბამისი პარტია სრულად ჩაანაცვლოს.

შესყიდვის პირობები ითვალისწინებს, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ პროდუქციის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა განახორციელოს. საქონლის მიწოდება თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე სურსათის ეროვნული სააგენტოს მისამართზე მოხდება.

კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 25 მაისამდე შეეძლებათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • AXIOS: ნეთანიაჰუმ ვენსს ისრაელის მთავრობის მიმართ მისი კრიტიკის გამო დაუპირისპირდაიმედი
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • უკრაინის მთავრობამ სიბიგა საგარეო მინისტრად, ევგენი ხმარა კი თავდაცვის მინისტრად დანიშნაფორმულა
  • მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდარუსთავი 2
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE