
მთავრობა საერთაშორისო ბანკებს ევრობონდის რეფინანსირების სერვისების მიწოდებისთვის $1.7 მლნ-ს გადაუხდის
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 სექტემბრის განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა 1.7 მილიონი დოლარი, რაც გათვალისწინებულია ევრობონდის რეფინანსირებაში მონაწილე საერთაშორისო ბანკების სერვისის მომსახურების ასანაზღაურებლად.
საქართველოს მთავრობამ 2026 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ წინსწრებად დაფარა $500-მილიონიანი ევროობლიგაცია ახალი სავალო ფასიანი ქაღალდის გამოშვების (რეფინანსირების) გზით. აღნიშნულ პროცესში ჩართულები იყვნენ წამყვანი გლობალური ბანკები - Citi; JP Morgan; BofA Securities; Barclays; Morgan Stanley; BNP Paribas; Deutsche Bank; Goldman Sachs; HSBC; ICBC; Societe Generale.
"„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდაწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოეყოს 1 712 000 (ერთი მილიონ შვიდას თორმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი."- ნათქვამია განკარგულებაში.
BM.GE
წყარო: bm.ge