მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა საჯარო სივრცეში "აგრესიული კომუნიკაციის" მონიტორინგის სამმართველოს ამოქმედებას 1 ივნისიდან გეგმავს
მთავრობა საჯარო სივრცეში "აგრესიული კომუნიკაციის" მონიტორინგის სამმართველოს ამოქმედებას 1 ივნისიდან გეგმავს

მთავრობა საჯარო სივრცეში "აგრესიული კომუნიკაციის" მონიტორინგის სამმართველოს ამოქმედებას 1 ივნისიდან გეგმავს

BM.GE21 მაისი, 2026, 13:53|bm.ge

მთავრობა საჯარო სივრცეში "აგრესიული კომუნიკაციის" მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების სამმართველოს ამოქმედებას 1 ივნისიდან გეგმავს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მისივე მოსაზრებით, აღნიშნული სამმართველო უნდა ფუნქციონირებდეს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ.

“ვფიქრობთ, რომ ეს სამმართველო უნდა ფუნქციონირებდეს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ და ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად უნდა შეიქმნას, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენა და მასზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ვფიქრობთ, რომ ეს სამმართველო უკვე პირველი ივნისიდან შეძლებს სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება”, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მისივე თქმით, ის გამოავლენს თითოეულ შემთხვევას, "სადაც ხდება სიძულვილის ენის გამოყენება, კონკრეტული ადამიანების ღირსების შელახვა და ეს ჯდება კანონით აკრძალულ ქმედებაში".

"ისინი[სამმართველო] პროაქტიურად დაამონიტორინგებენ ასეთ შემთხვევებს და მიმართავენ სასამართლოს იმისთვის, რომ თითოეულ შემთხვევაზე ინდივიდუალურად მოხდეს მსჯელობა”, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

რაც შეეხება ამ სამმართველოს შექმნის მიზანს, შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ადამიანის ღირსება.

"ჩვენი კონსტიტუციით სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ადამიანის ღირსება. ამ სამმართველოს შექმნა კი იქნება ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი საშუალება. გარდა ამისა, ამ სამმართველოს ექნება თითოეული შემთხვევის გამოვლენის შესაძლებლობა. კარგია, რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა ჩამოყალიბდა.

ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ სიძულვილის ენა და პიროვნული თავდასხმები არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. მნიშვნელოვანია ზღვარი გავავლოთ, სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება სიძულვილის ენა. ამას სჭირდება მაღალი კვალიფიკაცია, მუდმივი მონიტორინგი და დაკვირვება", - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დააანონსა, რომ "მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE