მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა საქართველოში უცხოელთა რეესტრს შექმნის
მთავრობა საქართველოში უცხოელთა რეესტრს შექმნის

მთავრობა საქართველოში უცხოელთა რეესტრს შექმნის

BM.GE22 ივლისი, 2026, 15:34|bm.ge

საქართველოში უცხოელთა აღრიცხვისა და ქვეყანაში მათი სამართლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ახალი მონაცემთა ერთიანი ბაზა და უცხოელთა რეესტრი ამოქმედდება.

აღნიშნულს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა.

ახალი რეგულაციით გათვალისწინებულია ორი ძირითადი მიმართულება: უცხოელთა რეესტრის და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა.

"1. უცხოელთა აღრიცხვისა და მათი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით, შეიძლება შეიქმნას უცხოელთა რეესტრი, რომლის ადმინისტრირებას განახორციელებს [იუსტიციის სამინისტროს] სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. უცხოელების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოების, ამ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების) დამუშავებისა და სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის გაზიარების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად იქმნება იმ უცხოელების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ. ამ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - წერია კანონში.

შსს-ს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია საჯარო არ იქნება. მონაცემთა ბაზის შექმნისა და წარმოების, აგრეთვე მონაცემების დამუშავებისა და გაცვლის წესებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს.

უცხოელთა ერთიანი რეესტრის შექმნის შესახებ გასულ თვეში შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარაცხველიძეც საუბრობდა. მინისტრის მოადგილის თქმით, რეესტრი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, თითოეული უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა, მათი მხრიდან სერვისებით სარგებლობა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი გახდეს.

„შემოდის უცხოელთა ერთიანი რეესტრის ცნება. ვფიქრობ, რეესტრი სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს იმისა, რომ დეტალურად აღირიცხოს და მოხდეს ყველა უცხოელის შემოსვლის, ქვეყანაში რეგისტრაციის, სერვისებით სარგებლობის ზედამხედველობა და აღრიცხვა. როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებობს რეესტრი, ასევე ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაზე, უცხოელთა ერთიანი რეესტრი. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ თითოეული უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა, მათი მხრიდან სერვისებით სარგებლობა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი გახდეს,“ - ამბობდა დარახველიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 125 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საინვესტიციო ფორუმზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კურორტ გოდერძის საინვესტიციო პოტენციალი გააცნოიმედი
  • აჭარის მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე თემები განიხილესრუსთავი 2
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

თბილისის ტრამვაის პროექტზე ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ხვალ გაფორმდება

თბილისის ტრამვაის პროექტზე ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ხვალ გაფორმდება

BM.GE

ყურძნის სუბსიდირება: დარგის განვითარების ინსტრუმენტი თუ ჭარბი წარმოების წახალისება?

ყურძნის სუბსიდირება: დარგის განვითარების ინსტრუმენტი თუ ჭარბი წარმოების წახალისება?

BM.GE

"მხოლოდ ტრადიციული გასტრონომიით ტურისტების მიზიდვა დღეს არაეფექტიანია" - ვანო ვაშაყმაძე

"მხოლოდ ტრადიციული გასტრონომიით ტურისტების მიზიდვა დღეს არაეფექტიანია" - ვანო ვაშაყმაძე

BM.GE

"განსხვავებით კახეთისგან, რაჭაში რთველის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელია" | "კესანე - არ დამივიწყო"

"განსხვავებით კახეთისგან, რაჭაში რთველის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელია" | "კესანე - არ დამივიწყო"

BM.GE