მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა სკოლებისთვის 14 600 ცალ ლეპტოპს ყიდულობს|ბიუჯეტი ₾30,6 მლნ-ია
მთავრობა სკოლებისთვის 14 600 ცალ ლეპტოპს ყიდულობს|ბიუჯეტი ₾30,6 მლნ-ია

მთავრობა სკოლებისთვის 14 600 ცალ ლეპტოპს ყიდულობს|ბიუჯეტი ₾30,6 მლნ-ია

BM.GE30 ივლისი, 2026, 03:13|bm.ge

ცენტრალური შემსყიდველი ორგანო სკოლებისთვის 14 600 ცალ ლეპტოპს ყიდულობს. შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე დღეს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 660 000 ლარია. შესაბამისად, ერთი ერთეულის ფასი 2100 ლარი გამოდის.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, ლეპტოპების შესყიდვა შპს საგანმანათლებლო რესურსებისთვის იგეგმება, რომელიც თავის მხრივ სკოლებისთვის სხვადასხვა სახის რესურსების უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი.

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროში შპს "საგანმანათლებლო რესურსები" მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა. მაშინ განათლების უწყებაში თქვეს, რომ ახალი შპს სასწავლო დაწესებულებების საგანმანათლებლო მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის უზრუნველყოფის მიზნით იწყებდა ფუნქციონირებას.

ლეპტოპების შესყიდვის მიზნით, დღეს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდება განახორციელოს სატენდერო კომისიის ოქმით ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობის დადასტურებიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღისა.

წინადადებების მიღება 3 აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენიმედი
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

BM.GE

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

BM.GE

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

BM.GE

შარშან 60-მდე სკოლა გავხსენით, წელს კი კიდევ 30-მდე განახლებული და ახალი სკოლა გვექნება - მიქანაძე

შარშან 60-მდე სკოლა გავხსენით, წელს კი კიდევ 30-მდე განახლებული და ახალი სკოლა გვექნება - მიქანაძე

BM.GE