მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა უკრაინელი ბავშვებისთვის ბანაკის მოწყობას გეგმავს - ბიუჯეტი 669 336 ლარია
მთავრობა უკრაინელი ბავშვებისთვის ბანაკის მოწყობას გეგმავს - ბიუჯეტი 669 336 ლარია

მთავრობა უკრაინელი ბავშვებისთვის ბანაკის მოწყობას გეგმავს - ბიუჯეტი 669 336 ლარია

BM.GE4 ივნისი, 2026, 13:30|bm.ge

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო უკრაინელი ბავშვებისთვის ბანაკის მოწყობას გეგმავს. შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოცხადდა. ბიუჯეტი 669 336 ლარია.

როგორც შესყიდვის დოკუმენტაციით ირკვევა, უკრაინის სუმის საოლქო და კიევის საქალაქო ადმინისტრაციებიდან უკრაინაში საქართველოს საელჩომ მიიღო მიმართვა ომით დაზარალებული უკრაინელი არასრულწლოვნების საქართველოში დასვენების ორგანიზების თხოვნის შესახებ. აღნიშნული კი ახალგაზრდობის სააგენტოს დაევალა.

გეგმის ფარგლებში, 8-14 წლის არასრულწლოვნებისთვის, რომლებიც არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების შვილები, ასევე ომის შედეგად დაობლებული ბავშვები მოეწყობა ათდღიანი ბანაკები საქართველოში. თუმცა ტერიტორია დაკონკრეტებული ჯერ არ არის.

ბანაკი ჩატარდება ორ ნაკადად, თითოეული ნაკადი განისაზღვრება 50-50 მონაწილით. პირველი ნაკადი განხორციელდება კიევიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის და მათი თანხმლები პირებისთვის მიმდინარე წლის 21 ივნისი - 01 ივლისის პერიოდში, ხოლო მეორე ნაკადი განხორციელდება სუმიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის და მათი თანხმლები პირებისთვის მიმდინარე წლის 04-15 ივლისის პერიოდში.

„ღონისძიება ერთდროულად ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და საზოგადოებრივი დიპლომატიისა და თანამეგობრობის განმტკიცებას. პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერის ფარგლებში, რომელიც ემსახურება ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვების ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ბანაკის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ისტორიულ და კულტურული მემკვიდრეობას, ჩაერთვებიან შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებში, წარმოაჩენენ საკუთარ კულტურას და ტრადიციებს.ზემოაღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზადყოფნასა და დამოკიდებულებას, პატივისცემას უკრაინული საზოგადოების მიმართ, რაც განამტკიცებს სახელმწიფოებრივ მისწრაფებებს მშვიდობის, თანამშრომლობისა და ჰუმანურობის მიმართულებით”, - წერია შესყიდვის განმარტებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგიმედი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →ლარი →

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო დაფინანსება გარანტირებული მხოლოდ პირველი 2 სემესტრი იქნება|როგორ უნდა შეინარჩუნონ გრანტი სტუდენტებმა?

სახელმწიფო დაფინანსება გარანტირებული მხოლოდ პირველი 2 სემესტრი იქნება|როგორ უნდა შეინარჩუნონ გრანტი სტუდენტებმა?

BM.GE

რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერია

რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერია

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობები

თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობები

BM.GE