მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ 2026 წლის რთველში შესასყიდი ყურძნის ფასები შეცვალა
მთავრობამ 2026 წლის რთველში შესასყიდი ყურძნის ფასები შეცვალა

მთავრობამ 2026 წლის რთველში შესასყიდი ყურძნის ფასები შეცვალა

BM.GE11 აგვისტო, 2026, 01:00|bm.ge

2026 წლის რთველში სახელმწიფოს მიერ შესასყიდი ყურძნის ფასები შეიცვალა - ამას ითვალისწინებს მთავრობის 4 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც შეიცვალა ის ფასები, რაც 2026 წლის 12 მარტის განკარგულებით იყო განსაზღვრული.

2026 წლის რთველის ფარგლებში შესასყიდი ყურძნის ფასი მიბმულია ყურძენში შაქრიანობის დონესთან. აქამდე მოქმედი განკარგულებით ყველაზე მაღალი კატეგორიის ყურძენი საფერავის ჯიშის შემთხვევაში იწყებოდა 22%-ის შაქრიანობით, ახალი განკარგულებით კი ეს პარამეტრი 21%-მდე შემცირდა, ხოლო შესასყიდი ფასი კი უცვლელი დარჩა კილოგრამზე 1.5 ლარის ოდენობით.

ხოლო სხვა ჯიშების შემთხვევაში კი შეიცვალა ფასი - 1.30 ლარის ნაცვლად 1.33 ლარის ოდენობით.

პარამეტრი / პოზიცია წინა რედაქცია ახალი რედაქცია ცვლილების შინაარსი საფერავი (კონდიციური) შაქრიანობა არანაკლებ 22% შაქრიანობა არანაკლებ 21% მოთხოვნილი შაქრიანობის ზღვარი შემცირდა 1%-ით. საფერავი (არაკონდიციური) შაქრიანობა 17%-იდან 22%-მდე შაქრიანობა 17%-იდან 21%-ამდე შაქრიანობის ზედა ზღვარი შემცირდა 21%-მდე. სხვა ჯიშის ყურძენი (კონდიციური) 1,30 ლარი 1,330 ლარი ფასი გაიზარდა 0,03 ლარით (3 თეთრით).

მევენახეებისგან ყურძენს სახელმწიფო კომპანია "მოსავლის მართვის კომპანია" შეიძენს. კომპანია 2026 წლის რთველის სუბსიდირებას 50 მილიონიანი დაფინანსებით დაიწყებს. თუმცა, როგორც წინა წლის რთველმა აჩვენა სახელმწიფომ წინასწარ განსაზღვრულზე ბევრად მეტი დაფინანსება გასცა რთველის სუბსიდირებისთვის და "მოსავლის მართვის კომპანიამ" 145.7 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა, რაზეც 240 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 150 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სატყეო სააგენტოს საქმიანობასა და განახლებულ შესაძლებლობებს გაეცნორუსთავი 2
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სატყეო სააგენტოს საქმიანობასა და განახლებულ შესაძლებლობებს გაეცნოიმედი
  • კობახიძე ამჟამინდელი და წინა მთავრობის დროს რუსეთისადმი განწყობებზე ვრცელ განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

რომელ ობლიგაციებშია განთავსებული საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები

რომელ ობლიგაციებშია განთავსებული საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები

BM.GE

ხვალ 11-დან 13 სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

ხვალ 11-დან 13 სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

BM.GE

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

BM.GE

სამინისტრომ ჯერ ისევ არ იცის, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები

სამინისტრომ ჯერ ისევ არ იცის, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები

BM.GE