მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სატყეო სააგენტოს საქმიანობასა და განახლებულ შესაძლებლობებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სატყეო სააგენტოს საქმიანობასა და განახლებულ შესაძლებლობებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სატყეო სააგენტოს საქმიანობასა და განახლებულ შესაძლებლობებს გაეცნო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად, აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარე სააგენტოს საქმიანობასა და განახლებულ შესაძლებლობებს გაეცნო, ასევე დაათვალიერა უწყების ბალანსზე არსებული სპეციალიზებული ტექნიკა.

სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრაზე სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს და სამომავლო ინიციატივები განიხილეს. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ტყის რესურსების ეფექტიან მართვაზე, მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციასა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაზე.

„სატყეო მიმართულება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისთვის. მწვანე საფარის შენარჩუნება, მოვლა და განვითარება, მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და პრევენცია არის ის მთავარი ამოცანები, რომლებსაც სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ღირსეულად ასრულებენ. დღეს დავათვალიერეთ სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც გააძლიერებს კონტროლს და ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან მუშაობას. მოსახლეობასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და განვითარებაზე“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრის ფარგლებში, სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

აჭარის სატყეო სააგენტო ტყის დაცვის, აღდგენისა და მდგრადი მართვის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. ჩატარდა ტყის ინვენტარიზაციის, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და აღდგენა-განახლების სამუშაოები. პარალელურად, გრძელდება სატყეო-სამეურნეო გზების გაყვანა-რეაბილიტაცია, სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერება და ახალი სანერგე მეურნეობის მოწყობა. ასევე, მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები, რაც ეკოტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • „საქართველოს გზების ოპერატორი“ - მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნაBM.GE
  • კობახიძე ამჟამინდელი და წინა მთავრობის დროს რუსეთისადმი განწყობებზე ვრცელ განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
  • აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოქალაქეებს შეხვდარუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ნინო ჯელაძე: რამდენიმე სანქცირებული კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო და ბაზარზე დაშვების მოთხოვნები მკაცრია

ნინო ჯელაძე: რამდენიმე სანქცირებული კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო და ბაზარზე დაშვების მოთხოვნები მკაცრია

იმედი

მელონიმ და ფრედერიქსენმა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს და ევროპის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობას დაცვის პირობა დადეს

მელონიმ და ფრედერიქსენმა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს და ევროპის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობას დაცვის პირობა დადეს

იმედი

ვაკის რაიონში მრავალბინიანი სახლების ამხანაგობებს მიმდინარე წელს 266 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

ვაკის რაიონში მრავალბინიანი სახლების ამხანაგობებს მიმდინარე წელს 266 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

იმედი

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საჯარო პოსტზე პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის იმედა აბდუშელაშვილი დააჯარიმა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საჯარო პოსტზე პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის იმედა აბდუშელაშვილი დააჯარიმა

იმედი