
მთავრობამ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს, სარეზერვო ფონდიდან ₾1.1 მლნ გამოუყო
BM.GE|bm.ge
მთავრობამ 4 მუნიციპალიტეტში 3 ოქტომბერს გასამართი შუალედური არჩევნებისთვის სარეზერვო ფონდიდან ცესკოს 1 117 000 ლარი გამოუყო. ამას ითვალისწინებს 1992-ე განკარგულება, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
ცესკოს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.
„შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ“, - ნათქვამია ცესკოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge