მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ 34 ავტობუსის შესასყიდად ₾9.5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
მთავრობამ 34 ავტობუსის შესასყიდად ₾9.5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

მთავრობამ 34 ავტობუსის შესასყიდად ₾9.5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

BM.GE6 აგვისტო, 2026, 03:35|bm.ge

მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებულმა ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 34 ერთეული M3 კატეგორიის საქალაქო ავტობუსის შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9.52 მილიონი ლარია, დღგ-ის ჩათვლით.

ტენდერი 2026 წლის 4 აგვისტოს გამოცხადდა და მასში წინადადებების მიღება 6 აგვისტოს დაიწყება და 7 აგვისტოს, 16:00 საათზე დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 34 ერთეული ავტობუსი, რომელთა სიგრძე 10-11 მეტრი, ხოლო მაქსიმალური ტევადობა 80 მგზავრი უნდა იყოს.

დოკუმენტაციით განსაზღვრულია, რომ ყველა ავტობუსი უნდა იყოს ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი და ექსპლუატაციაში არმყოფი. მიწოდების მომენტში თითოეული ავტობუსის გარბენი არ უნდა აღემატებოდეს 2 000 კილომეტრს. ასევე, ავტობუსები უნდა იყოს განბაჟებული.

ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, ავტობუსები უნდა იყოს დაბალშესასვლელიანი (Low Entry ან Full Low Floor) და განკუთვნილი არანაკლებ 80 მგზავრის გადასაყვანად. მათ უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 24 დასაჯდომი ადგილი, ასევე გამოყოფილი სივრცე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ეტლისთვის, შესაბამისი სამაგრებით, სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით.

სატენდერო პირობებით, ავტობუსების სიგრძე 10-11 მეტრის ფარგლებში უნდა იყოს. ისინი აღჭურვილი უნდა იყვნენ დიზელის ძრავით, რომელიც არანაკლებ Euro 5-ის ემისიის სტანდარტს აკმაყოფილებს. ძრავის მინიმალური სიმძლავრე 160 კილოვატია, ხოლო მოცულობა 6.4-დან 8.5 ლიტრამდე უნდა იყოს.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს გამოცდილების მოთხოვნაც აქვთ. კერძოდ, პრეტენდენტს 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 ავტობუსი. აღნიშნული გამოცდილება უნდა დადასტურდეს შესაბამისი ხელშეკრულებებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით ან სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტებით.

სატენდერო დოკუმენტაციაში არაა მითითებული თუ რომელი ქალაქისთვის იქნება ეს ავტობუსები განკუთვნილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • პროკურორი თამარ იაკობიძე: გადაწტვეტილება ეკუთვნოდა გიორგი გახარიას - ყველა მოწმე უთითებს, რომ არც ეროვნული უსაფრთხოების ფორმატში, არც მათთან პირადი კომუნიკაციით, ან მთავრობის სხდომაზე საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს საკითხი განხილული არ ყოფილაიმედი
  • "ფასმა შესაძლოა 3 ევროს მიაღწიოს" - საწვავის რეკორდული გაძვირების ფონზე გერმანიის მთავრობაში დავა გრძელდებარუსთავი 2
  • რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! - ფიქრია ჩიხრაძეტვ პირველი
  • შვედეთის არჩევნები: ოპოზიცია მცირე უპირატესობით უსწრებს მემარჯვენე მთავრობასნეტგაზეთი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

BM.GE

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

BM.GE

„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

BM.GE

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

BM.GE