მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა
მთავრობამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა

მთავრობამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა

BM.GE17 ივლისი, 2026, 15:03|bm.ge

ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა. კერძოდ, "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნებული დადგენილება საქართველო-აზერბაიჯანს შორის 18 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლას ითვალისწინებს. დადგენილება 15 ივლისით თარიღდება. დოკუმენტის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს აზერბაიჯანულ მხარეს შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს შეთანხმების დადების შესახებ.

საქმე ისაა, რომ 2026 წლის 18 მაისს საქართველომ და აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის მოწოდების 20- წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, ასევე შეთანხმება გაფორმდა საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების და ტრანზიტის შესახებაც.

"საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2026 წლის 18 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ“ შეთანხმება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე," - ნათქვამია 15 ივლისის დადგენილებაში.

შესაბამისი შეთანხმებები ირაკლი კობახიძის ბაქოში ვიზიტის დროს 18 მაისს გაფორმდა. ხელმოწერილი შეთანხმებები მოიცავს: საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას; საერთაშორისო ბაზრებზე აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების ტრანზიტის გაგრძელების თაობაზე; საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელია. 2025 წელს აზერბაიჯანის წილი (ყველა წყაროდან) საქართველოს ბუნებრივი აირის სისტემაში 72.1%-ს შეადგენდა, რაც 2.28 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
  • ლონდონის „არსენალმა“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის ანდრია ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწიაიმედი
  • ლილუაშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე არ მოუმართავს – პროკურორინეტგაზეთი
  • პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვსფორმულა
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

BM.GE

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

BM.GE

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

BM.GE