მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კიდევ ორ სტარტაპს მიანიჭა
მთავრობამ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კიდევ ორ სტარტაპს მიანიჭა

მთავრობამ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კიდევ ორ სტარტაპს მიანიჭა

BM.GE6 ივლისი, 2026, 22:05|bm.ge

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კიდევ ორ ქართულ სტარტაპს მიენიჭა. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აღნიშნული სტატუსით უკვე 16 კომპანია სარგებლობს.

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები შპს კარგონი და შპს ფიტოტესტერი გახდნენ.

• შპს კარგონი - სტარტაპი ქმნის ციფრულ ლოგისტიკურ პლატფორმას, რომლის მიზანია ტვირთის გამგზავნებისა და გადამზიდავების ერთმანეთთან, ერთ სივრცეში დაკავშირება, სატვირთო გადაზიდვების პროცესის გაციფრულება, გამჭვირვალობის გაზრდა და მიწოდების ჯაჭვში ხარჯებისა და დროის ოპტიმიზაცია. https://cargon.com/ka/ • შპს ფიტოტესტერი - სტარტაპი ქმნის ინოვაციურ, აგროტექნოლოგიურ პროდუქტს, კერძოდ მცენარეთა ელექტრული სიგნალების საზომ პორტატულ მოწყობილობას.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდამჭერი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს და სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.

აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.

ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მოიპოვებენ ის სტარტაპები, რომლებიც ქმნიან ახალ ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პროდუქტს, პროცესს ან მომსახურებას.

ინოვაციური სტატუსის მქონე სტარტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე - https://innovationstatus.gov.ge/ka/awarded-companies

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენიმედი
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE