მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ ქვეშეთი-კობის კონტრაქტორი China Railway Tunnel Group წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა
მთავრობამ ქვეშეთი-კობის კონტრაქტორი China Railway Tunnel Group წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა

მთავრობამ ქვეშეთი-კობის კონტრაქტორი China Railway Tunnel Group წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 22:11|bm.ge

საქართველოს მთავრობამ ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის ჯგუფის (China Railway Tunnel Group) საქართველოში ფილიალი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 5 თვის ვადით გაათავისუფლა.

15 სექტემბერს მიღებული განკარგულების თანახმად, კომპანიას ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გორისციხესა და კობის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე თერგის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16 000 მ³ სასარგებლო წიაღისეულის, კერძოდ, ღორღის ჩანართების მქონე თიხნარის მოპოვების უფლება მიეცა. მოპოვებისთვის განსაზღვრული ტერიტორიის ფართობი 24 660 კვადრატული მეტრია.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, გადაწყვეტილების მიზანი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელებაა, რაც ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობას უკავშირდება.

კომპანია ვალდებულია, შეასრულოს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტითა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ განსაზღვრული პირობები. მოპოვებული რესურსი კი მხოლოდ განკარგულებით განსაზღვრული მიზნისთვის უნდა გამოიყენოს.

ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, კომპანიამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 16 000 ლარი უნდა გადაიხადოს. წიაღით სარგებლობის პირობების შესრულებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს. მოპოვების ვადის ამოწურვიდან ორი კვირის ვადაში კომპანიამ სააგენტოსა და დეპარტამენტს მოპოვებული რესურსის მოცულობის შესახებ ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.

China Railway Tunnel Group-თან ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზე კომპანიასთან 2019 წელს 902 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა. პროექტის ფარგლებში აშენებული 9-კილომეტრიანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი საგზაო გვირაბია.

კომპანია საქართველოში უკვე რამდენიმე პროექტზე მუშაობს:

2026 წლის 1 სექტემბერს კომპანია China Railway Tunnel Group Co გამარჯვებულად გამოვლინდა წიწამური-ავჭალის გვირაბის და 7-კილომეტრიანი გზის მშენებლობის ტენდერშიც, რაც თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტს წარმოადგენს. აღნიშნული კონტრაქტის ღირებულება 499 მილიონ ლარს შეადგენს. China Railway Tunnel Group-ისთვის წიწამური-ავჭალის გვირაბი საქართველოში პირველი მსხვილი პროექტი არ იქნება.

2026 წლის 9 სექტემბერს კი კომპანიასთან ბათუმი-სარფის 11.3-კილომეტრიანი გზის და გვირაბის მშენებლობის შესახებ 809 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა.

კომპანია ასევე სტეფანწმინდა-გველეთის 4.5-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. აღნიშნულ პროექტზე China Railway Tunnel Group-სთან 2024 წელს 215 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა.

სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი მოიცავს 460 და 846 მეტრის სიგრძის ორ გვირაბს, ასევე 2018 და 636 მეტრის სიგრძის ორ ხიდს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი ხიდი, 2018 მეტრის სიგრძით, დასრულების შემთხვევაში საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი იქნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 135 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნოიმედი
  • "ფასმა შესაძლოა 3 ევროს მიაღწიოს" - საწვავის რეკორდული გაძვირების ფონზე გერმანიის მთავრობაში დავა გრძელდებარუსთავი 2
  • რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! - ფიქრია ჩიხრაძეტვ პირველი
  • შვედეთის არჩევნები: ოპოზიცია მცირე უპირატესობით უსწრებს მემარჯვენე მთავრობასნეტგაზეთი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ გააჩნია - ევროკავშირი

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ გააჩნია - ევროკავშირი

BM.GE

ქართულ ანიმაციას “რა ფერია შენი სიზმრები?” მონრეალში აჩვენებენ

ქართულ ანიმაციას “რა ფერია შენი სიზმრები?” მონრეალში აჩვენებენ

BM.GE

ველოდებით მეტ ინვესტიციას J.P. Morgan-ის მიერ წარდგენილი ახალი ინდექსით - ნათია თურნავა

ველოდებით მეტ ინვესტიციას J.P. Morgan-ის მიერ წარდგენილი ახალი ინდექსით - ნათია თურნავა

BM.GE

საუდის არაბეთმა ევროპელ კლიენტებს ნავთობის მიწოდება დროებით შეუჩერა

საუდის არაბეთმა ევროპელ კლიენტებს ნავთობის მიწოდება დროებით შეუჩერა

BM.GE