მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებელს 2 მიწის ნაკვეთი 4-თვიანი იჯარით გადასცა - განკარგულება
მთავრობამ საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებელს 2 მიწის ნაკვეთი 4-თვიანი იჯარით გადასცა - განკარგულება

მთავრობამ საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებელს 2 მიწის ნაკვეთი 4-თვიანი იჯარით გადასცა - განკარგულება

BM.GE27 მაისი, 2026, 03:05|bm.ge

მთავრობამ საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებელს 2 მიწის ნაკვეთი 4-თვიანი იჯარით გადასცა.

კერძოდ, მშენებელ კომპანია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ს მთავრობამ კახეთის მაგისტრალის საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი მონაკვეთი, სოფლებში - თოხლიაურსა და შიბლიანში 182 883 კვ.მ.-ის მიწა, 4 თვით იჯარით გადასცა. ამას ითვალისწინებს 1046-ე განკარგულება, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

„გოჩაი ინშაათ თააჰჰუთ ვე თიჯარეთ ანონიმ შირქეთის საქართველოს ფილიალმა“ აღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები ფუჭი ქანების სანაყაროს მოწყობისთვის უნდა გამოიყენოს და 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ყოველთვიურად იჯარით სარგებლობლობაში გადაცემისთვის 4 717 ლარი უნდა გადაიხადოს.

კომპანიამ ფუჭი ქანების სანაყაროს მოწყობამდე, ნიადაგის ნაყოფიერი ფენა უნდა მოხსნას და შეინახოს და იჯარის ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე ეს მიწის ნაკვეთი პირვამდელ ან მიახლოებულ პირვანდელ მგომარეობამდე უნდა აღადგინოს.

ცნობისთვის, კახეთის ავტომაგისტრალის 17-კილომეტრიანი საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში თურქულ საინჟინრო კომპანია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ი გაფორმდა და ის მსოფლიო ბანკის მიერ 276.8 მილიონი ლარით ფინანსდება. ეს მონაკვეთი თავდაპირველი ინფორმაციით, წელს უნდა გაიხსნას.

თუმცა აღსანიშნია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მონაკვეთის მშენებელთან გარკვეული შენიშვნები აქვს, რაც უმოკლეს ვადაში უნდა გამოსწორდეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში შენდება 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს ბადიაურთან ახალ სატრანსპორტო კვანძს, 4 ხიდს, 8 გზაგამტარსა და 86 წყალგამტარ მილს. პარალელურად, მოწესრიგდება ადგილობრივი საგზაო ქსელი, რათა ახალი მაგისტრალი მაქსიმალურად ეფექტურად დაუკავშირდეს მიმდებარე გზებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE