მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ „სქილვილს“ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა
მთავრობამ „სქილვილს“ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა

მთავრობამ „სქილვილს“ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 22:10|bm.ge

მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „სქილვილს“ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა 1 წლის ვადით.

შესაბამის განკარგულებას, რომელიც 2026 წლის 28 სექტემბრით თარიღდება, ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიები სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით, მათ შორის, განსაზღვრულ ფარგლებში გაცემული ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებითა და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიების ხელშეწყობის სხვა მექანიზმებით.

უფრო კონკრეტულად 2025 წელს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ინოვაციური სტარტაპების იურიდიული სტატუსი განისაზღვრა. იმ კომპანიებს, რომლებიც ამ სტატუსს მიიღებენ 10,000 ლარამდე გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება გაუუქმდებათ.

ამ საგადასახადო შეღავათის მისაღებად შესაბამისი იურიდიული სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება სამ კატეგორიაში:

• ინოვაციური სტარტაპი; • ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია; • კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია

ამასთან, 2025 წლის დასაწყისში მთავრობამ ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესიდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაა.

ცნობისთვის, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოლოდინით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის წელს შეიძლება 100-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღოს. ავთანდილ კასრაძის განმარტებით ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ქართული კომპანიების გლობალურ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის იანვრამდე გახანგრძლივდარუსთავი 2
  • საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდაიმედი
  • ღარიბაშვილი: ჩემი მთავრობის მუშაობის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?ფორმულა
  • "ვითხოვთ ხელისუფლების ჩართულობას" - „სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართესტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

„კავშირი მქონდა უშუალოდ მამუკა მდინარაძესთან…“ - ვალერი გელაშვილი

„კავშირი მქონდა უშუალოდ მამუკა მდინარაძესთან…“ - ვალერი გელაშვილი

BM.GE

სესხებზე მოთხოვნამ შესაძლოა, იქ გადაინაცვლოს, სადაც შემოსავლების შესწავლა არ ხდება - MBC სებ-ის რეგულაციაზე

სესხებზე მოთხოვნამ შესაძლოა, იქ გადაინაცვლოს, სადაც შემოსავლების შესწავლა არ ხდება - MBC სებ-ის რეგულაციაზე

BM.GE

"ხაშურში ვყიდი ბიზნესებს, რომ ვარკეთილში ავაშენო...“ - მიდის თუ არა ვალერი გელაშვილი ვენესუელაში?

"ხაშურში ვყიდი ბიზნესებს, რომ ვარკეთილში ავაშენო...“ - მიდის თუ არა ვალერი გელაშვილი ვენესუელაში?

BM.GE

პარლამენტმა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა დაიწყო - ძირითადი პარამეტრები

პარლამენტმა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა დაიწყო - ძირითადი პარამეტრები

BM.GE