მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებისთვის თანხა კიდევ ₾2 მილიონით გაზარდა
მთავრობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებისთვის თანხა კიდევ ₾2 მილიონით გაზარდა

მთავრობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებისთვის თანხა კიდევ ₾2 მილიონით გაზარდა

BM.GE18 მაისი, 2026, 14:45|bm.ge

მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა კიდევ 2 050 000 ლარით 43 256 650 ლარამდე, მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი კი 25-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 911-ე განკარგულებიდან ირკვევა.

7 მაისით დათარიღებული დოკუმენტით ცვლილება 29 იანვრის 222-ე განკარგულებაში შევიდა. დოკუმენტში აღნიშნული არ არის კონკრეტულად რომელი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება ფინანსური რესურსი. თებერვლის შემდეგ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის თანხა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა 5-ჯერ დაკორექტირდა.

ახალი განკარგულების მიხედვით, 43.2 მლნ ლარი 25 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება და ყველაზე მეტ თანხას ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მიიღებს. მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი ასეთია:

ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ;

ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტი - ₾125 ათასი;

გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - ₾8 მლნ;

დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ₾6.8 მლნ;

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - ₾4.8 მლნ;

ვ) ცაგერის მუნიციპალიტეტი - ₾2 მლნ;

ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ;

თ) ქუთაისის მუნიციპალიტეტი - ₾1.3 მლნ;

ი) საჩხერის მუნიციპალიტეტი - ₾2.8 მლნ;

კ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - ₾1.4 მლნ;

ლ) ხაშურის მუნიციპალიტეტი - ₾270 ათასი;

მ) ჭიათურის მუნიციპალიტეტი - ₾452 ათასი;

ნ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - ₾415 ათასი;

ო) ახალციხის მუნიციპალიტეტი - ₾230 ათასი;

პ) ლენტეხის მუნიციპალიტეტი - ₾950 ათასი;

ჟ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - ₾515 ათასი;

რ) ყვარლის მუნიციპალიტეტი - ₾2.1 მლნ;

ს) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - ₾500 ათასი;

ტ) მესტიის მუნიციპალიტეტი - ₾305 ათასი;

უ) მარტვილის მუნიციპალიტეტი - ₾259 ათასი;

ფ) სენაკის მუნიციპალიტეტი - ₾1.4 მლნ;

ქ) მცხეთის მუნიციპალიტეტი - ₾1.2 მლნ;

ღ) დუშეთის მუნიციპალიტეტი - ₾435 ათასი;

ყ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - ₾780 ათასი

შ) თიანეთის მუნიციპალიტეტი - ₾1.2 მლნ;

ამასთან, 29 იანვრის განკარგულების მიხედვით, სტიქიების შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი თანხებიდან, მორჩენილი ეკონომია სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე უნდა დახარჯონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE