მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ სულხან პაპაშვილის კომპანიას „ლარსი 2 ჰესის“ მშენებლობისთვის მიწები 49 წლით გადასცა - განკარგულება
მთავრობამ სულხან პაპაშვილის კომპანიას „ლარსი 2 ჰესის“ მშენებლობისთვის მიწები 49 წლით გადასცა - განკარგულება

მთავრობამ სულხან პაპაშვილის კომპანიას „ლარსი 2 ჰესის“ მშენებლობისთვის მიწები 49 წლით გადასცა - განკარგულება

BM.GE22 მაისი, 2026, 23:45|bm.ge

მთავრობამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში მდებარე სახელმწიფო საკუთრების ორი მიწის ნაკვეთი შპს „ლარსი ფაუერს“ აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით გადასცა. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი ელექტროსადგურის „ლარსი 2 ჰესის“ მშენებლობასა და ექსპლუატაციას უკავშირდება.

კომპანია "ლარსი ფაუერსი" 2020 წელს დარეგისტრირდა და მისი წილის 100%-ის მფლობელი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილია.

შესაბამის განკარგულებას, რომელიც 2026 წლის 15 მაისით თარიღდება, ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

მთავრობის განკარგულების თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა, კომპანიას სარგებლობაში გადასცეს დაბა სტეფანწმინდაში, დარიალის ხეობაში მდებარე ორი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი:

• ერთ-ერთი ნაკვეთის ფართობი 4 414 კვ.მ-ია; • მეორე ნაკვეთის ფართობი კი 6 627 კვ.მ-ს შეადგენს.

ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის განმავლობაში, კომპანია ვალდებულია ყოველწლიურად, ქონების სარგებლობის საფასურის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში 79 457 ლარი გადაიხადოს.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემის მთავარი პირობა სწორედ „ლარსი 2 ჰესის“ აშენება და მისი ექსპლუატაციაში მიღებაა.

ამ პროექტთან დაკავშირებით, 2026 წლის 7 აპრილს უკვე გაფორმდა ე.წ. განხორციელების ხელშეკრულება, რომლის მხარეებსაც საქართველოს მთავრობა, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (ესკო) და თავად შპს „ლარსი ფაუერი“ წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენი ფლობს სხვა ენერგეტიკულ პროექტებსაც.მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია 8 აპრილს გასცა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ელექტროსისტემას ქარის მეორე სადგური დაემატა.

შპს "ზემო ვინდი" 2022 წელს არის დაფუძნებული. მისი 100%-იან წილის მფლობელი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილია. კომპანიის ამონაწერის თანახმად, პროექტი "საქართველოს ბანკის" საკრედიტო დაფინანსებით ხორციელდება.

გარდა აღნიშნული პროექტისა, ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, სულხან პაპაშვილი ფლობს 50%-ის წილს კომპანია "პირველში", რომელიც შიდა ქართლში, სოფლების - უფლისციხის და შავშვების მიმდებარედ 112-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტს ავითარებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • AXIOS: ნეთანიაჰუმ ვენსს ისრაელის მთავრობის მიმართ მისი კრიტიკის გამო დაუპირისპირდაიმედი
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • უკრაინის მთავრობამ სიბიგა საგარეო მინისტრად, ევგენი ხმარა კი თავდაცვის მინისტრად დანიშნაფორმულა
  • მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდარუსთავი 2
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE