მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მთავრობამ უნდა მოუსმინოს ბიზნესს“ | Stemscale Georgia სურსათის გაიაფების რესურსზე
„მთავრობამ უნდა მოუსმინოს ბიზნესს“ | Stemscale Georgia სურსათის გაიაფების რესურსზე

„მთავრობამ უნდა მოუსმინოს ბიზნესს“ | Stemscale Georgia სურსათის გაიაფების რესურსზე

BM.GE7 მაისი, 2026, 23:50|bm.ge

Stemscale Georgia-ს მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მიხეილ კუკავას შეფასებით, „ფასების საპარლამენტო კომისიის“ დასკვნაში ნახსენები ფაქტორების გარდა, პროდუქციის ფასების ფორმირებაზე, კიდევ სხვა უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას, რაზედაც მისი ორგანიზაცია მუშაობს.

„მთავრობამ უნდა მოუსმინოს ბიზნესს“ - აცხადებს BMG tv-ის გადაცემა "ანალიტიკასთან" საუბრისას Stemscale Georgia-ს მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, რადგან მისი თქმით, ბიზნესი ხედავს იმას, რასაც სახელმწიფო უწყებები ვერასდროს დაინახავენ. მიხეილ კუკავა განმარტავს, რომ მათი კომპანია FMCG-სექტორთან ერთად ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციაზე საუბრობს და მათ კარგად იციან, რომ ფასების შემცირების საუკეთესო გზა სწორი მენეჯმენტია.

მარაგების და გაყიდვების, "სეილს მიქსის" არაეფექტიანი მართვა ბევრიდან ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ფასები მაღალია. ჩვენ კონკრეტულ ბიზნესებთან ვმუშაობთ და ვხედავთ იმას, რასაც მთავრობა ვერასდროს ვერ დაინახავს, ვერც ეკონომიკის სამინისტრო, ვერავინ დაინახავს. რვა თვე, რვა კაციანი გუნდი დღე და ღამე ვმუშაობთ - ერთ-ერთი მთავარი, რაზეც ვმუშაობთ ფასების კორექტირებაა, რომ ბიზნესს, ჩვენს კლიენტებს დავანახოთ ფასების კორექტირების აუცილებლობა და ის დავანახოთ - რა განაპირობებს ამ ფასს. მაგალითად, საქართველოში მიმართ არის ტოტალური უნდობლობა და კონსიგნაციაზე გაყიდვის ძალიან შეზღუდული გამოყენებაა - ესეც და სხვა უამრავი ფაქტორი ზრდის ფასს - ლოგისტიკა, ლარის კურსი, რაც თვითონ კომისიის დასკვნაშია ნახსენები და რაც არ არის ნახსენები კიდევ, კიდევ უამრავი ფაქტორი. კარგია რომ კომისიის დასკვნაში ხელს ხარბი ქართლი ბიზნესისკენ არ ვიშვერთ“, - აცხადებს მიხეილ კუკავა.

„ანალიტიკაში“ კომპანიის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს იმ გარემოებას რომ ხელისუფლებამ ბიზნესს მოუსმინა და კერძო სექტორი ხარბ მოთამაშედ არ წარმოაჩინა, რაც კომისიის მუშაობის შედეგიდან იკვეთება.

„კომისიის დასკვნამ ძალიან კარგად აჩვენა, რომ ფასების პრობლემა ერთი ბოროტი მოთამაშის ან თუნდაც რამდენიმე ბოროტი მოთამაშის პრობლემა არ არის. ეს პატარა, იმპორტდამოკიდებული, სწრაფად მზარდი ეკონომიკის პრობლემაა, სადაც გლობალური ფასები, ლარის კურსი, ლოგისტიკა, საბრუნავი კაპიტალი და კონკურენცია ერთად ქმნის საბოლოო ფასს - კარგია, რომ ეს კომისიამ დაინახა და იმედია, დაინახა მთავრობამაც, და ამ ილუზორულ რაღაც მოლოდინს, რომ შეიძლება ფასები შევამციროთ, დავემშვიდობებით“, - აღნიშნავს მიხეილ კუკავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE