მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის კონცეფცია დაამტკიცა
მთავრობამ ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის კონცეფცია დაამტკიცა

მთავრობამ ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის კონცეფცია დაამტკიცა

BM.GE27 ივლისი, 2026, 21:20|bm.ge

მთავრობამ ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის კონცეფცია დაამტკიცა.

მთავრობის განკარგულებით, იგეგმება შეკვეთილისთვის კურორტის სტატუსის მინიჭება და მისი გათანაბრება ურეკთან, რისი მეშვეობითაც ჩამოყალიბდება ერთიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კლასტერი. პროექტი მიზნად ისახავს სეზონურობის დაძლევას, რაც შემოდგომა-ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდებში ტურისტული აქტივობის გაზრდას MICE ტურიზმისა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ფუნქციების განვითარებით უზრუნველყოფს.

დოკუმენტში ყურადღება ასევე ეთმობა ბუნებრივი რესურსების კერძოდ, მაგნიტური ქვიშისა და ბიჭვინთის ფიჭვის კორომის შენარჩუნებასა და აღდგენას, სადაც ინიცირებულია ფიჭვნარისთვის საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლის სტატუსის მინიჭება. ურბანული და ეკოლოგიური თვალსაზრისით ყალიბდება „მწვანე და ლურჯი კარკასი“, რაც ტერიტორიაზე 5 „მწვანე დერეფნის“ მოწყობას ითვალისწინებს, რომლებიც განივად დაუკავშირდება შავი ზღვის სანაპიროს.

გარდა ამისა, დაგეგმილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულად მოწესრიგდება წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგების, ელექტროქსელისა და სადრენაჟო არხების სისტემები და ხელშეწყობა ექნება მზის ენერგიის გამოყენებას. სატრანსპორტო მიმართულებით დაინერგება „მწვანე მობილობა“ და Park & Ride სისტემა, ამოქმედდება ელექტრო ტაქსები, მოეწყობა ველობილიკები, შეიქმნება საპარკინგე ჰაბები რკინიგზის სადგურსა და სხვა საკვანძო ლოკაციებთან, ხოლო მდინარე სეფაზე აშენდება ახალი ხიდი.

საზღვაო ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად, ურეკსა და შეკვეთილში მოეწყობა საზოგადოებრივი სარგებლობის 2 ნავმისადგომი (პირსი) საკაბოტაჟო ტურისტული რეისებისთვის, ხოლო ადგილობრივი პლაჟებისთვის იგეგმება საერთაშორისო „ლურჯი ალმის“ (Blue Flag) სტატუსის მოპოვება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზე

საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზე

BM.GE

საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძე

საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ბოლო ოთხ წელში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა - ჭოუ ციენი საქმიანობას აჯამებს

ბოლო ოთხ წელში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა - ჭოუ ციენი საქმიანობას აჯამებს

BM.GE

სტრატეგიულ ენერგეტიკულ ობიექტებზე სანქციების რისკის შესამცირებლად, სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია - ვახტანგ ფარცვანია

სტრატეგიულ ენერგეტიკულ ობიექტებზე სანქციების რისკის შესამცირებლად, სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია - ვახტანგ ფარცვანია

BM.GE