მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობას საწვავის შეძენა გაუძვირდა
მთავრობას საწვავის შეძენა გაუძვირდა

მთავრობას საწვავის შეძენა გაუძვირდა

BM.GE6 აგვისტო, 2026, 17:40|bm.ge

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2026 წლის აგვისტოში მთავრობისთვის მისაწოდებელი საწვავის განახლებული ფასები, რომლის მიხედვითაც წინა თვესთან შედარებით ფასები საშუალოდ 5-15%-ით არის გაზრდილი.

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, მთავრობა რეგულარის მარკის საწვავს "სოკარისგან" ყიდულობს, პრემიუმს "რომპეტროლისგან", სუპერს და დიზელს "ვისოლისგან", ევროდიზელს კი "გალფისგან".

• ევრორეგულარი: ახალი ფასი – 3.02 ლარი (ფასი ივლისში – 2.85 ლარი); მატება – 0.17 ლარი; მატება პროცენტულად – 6.0%; • პრემიუმი: ახალი ფასი – 3.04 ლარი (ფასი ივლისში – 2.87 ლარი); მატება – 0.17 ლარი; მატება პროცენტულად – 5.9%; • სუპერი: ახალი ფასი – 3.34 ლარი (ფასი ივლისში – 3.17 ლარი); მატება – 0.17 ლარი; მატება პროცენტულად – 5.4%; • ევროდიზელი: ახალი ფასი – 3.37 ლარი (ფასი ივლისში – 3.20 ლარი); მატება – 0.17 ლარი; მატება პროცენტულად – 5.6%.

საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობ კომპანიებისგან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.

ამასთან, კონტრაქტის თანახმად, ფასის გადაანგარიშება ყოველთვიურად ხდება და თუკი ფასის სხვაობა წინა თვესთან შედარებით 3%-ს გადააჭარბებს ის ახალი ფასით იცვლება, 3%-ზე ნაკლები სხვაობის შემთხვევაში კი ავტომატურად წინა თვის ფასი ნარჩუნდება.

ივლისში Platts-ის ფასი 1032 დოლარამდე გაიზარდა (ივნისის ფასი 948 დოლარი იყო), რამაც კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სახელმწიფოსთვის მისაწოდებელი საწვავის ფასის ზრდა განაპირობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 139 სტატია.

  • თურქეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და უკრაინას მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით წინადადებები წარუდგინესიმედი
  • "ფასმა შესაძლოა 3 ევროს მიაღწიოს" - საწვავის რეკორდული გაძვირების ფონზე გერმანიის მთავრობაში დავა გრძელდებარუსთავი 2
  • რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! - ფიქრია ჩიხრაძეტვ პირველი
  • შვედეთის არჩევნები: ოპოზიცია მცირე უპირატესობით უსწრებს მემარჯვენე მთავრობასნეტგაზეთი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

"გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი" - ხუციშვილმა მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა

"გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი" - ხუციშვილმა მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა

BM.GE

"რამდენიმე ქვეყანაში უკვე ვმუშაობთ" - რა სერვისები გააქვს "კონსტრაქშენ სერვისს" საზღვარგარეთ?

"რამდენიმე ქვეყანაში უკვე ვმუშაობთ" - რა სერვისები გააქვს "კონსტრაქშენ სერვისს" საზღვარგარეთ?

BM.GE

ქვეყნები, სადაც 2026 წელს 100 წელს გადაცილებული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

ქვეყნები, სადაც 2026 წელს 100 წელს გადაცილებული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

BM.GE

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

BM.GE