მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალ პირველად ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება|რა იგეგმება?
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალ პირველად ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება|რა იგეგმება?

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალ პირველად ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება|რა იგეგმება?

BM.GE7 მაისი, 2026, 14:52|bm.ge

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალ, 8 მაისს, ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის დღის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ღვინის ინდუსტრიისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, ასევე ღვინის სექტორში მოღვაწე უცხოელი პროფესიონალები.

ამას გარდა, სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი ჯონ ბარკერი ეწვევა.

კონფერენციაზე განხილული იქნება „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის“ სამეცნიერო პროექტის მიღწევები და მიმდინარე საქმიანობა. ასევე, სხვადასხვა ქვეყნის სპიკერები ისაუბრებენ გლობალური ღვინის ბაზრის მდგომარეობაზე, ახალ გამოწვევებზე, საექსპორტო ბაზრების სპეციფიკებსა და ამ ბაზრებზე დამკვიდრების შესაძლებლობებზე.

ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე მოეწყობა ღვინის დეგუსტაციები, ასევე 8 000-წლიანი ღვინის ისტორიის თემაზე შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ღონისძიება დასრულდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენა გაიმართება.

"საქართველო მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ღვინის სამშობლო, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტი ისტორია 8 000 წელს ითვლის. არქეოლოგიური აღმოჩენები, ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი და ღვინის განსაკუთრებული ადგილი ქართულ კულტურაში ერთობლიობაში ქმნის საფუძველს, რომ ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ღირებულებად ითვლება", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მთავრობამ 8 მაისის ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო. შესაბამისად, წელს ღვინის დღე პირველად აღინიშნება.

ღვინის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კახეთის გზატკეცილზე ბანერების განთავსებისთვის ღვინის სააგენტომ კომპანია "ალმას" 605 295 ლარი გადაუხადა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE