მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთელი საქართველოს წარმოება ვერ ყოფნის მარტო ჩინეთის ბაზარს - "ქართული დაფნა"
მთელი საქართველოს წარმოება ვერ ყოფნის მარტო ჩინეთის ბაზარს - "ქართული დაფნა"

მთელი საქართველოს წარმოება ვერ ყოფნის მარტო ჩინეთის ბაზარს - "ქართული დაფნა"

BM.GE16 ივლისი, 2026, 16:46|bm.ge

ქართულ დაფნის ფოთოლზე საექსპორტო მოთხოვნა მზარდია, რასაც ჩინეთიდან გაზრდილი ინტერესი განაპირობებს. როგორც “ქართული დაფნის” ხელმძღვანელი მამუკა ალფაიძე BM.GE-სთან ამბობს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირობებში, ქართული პროდუქტი თურქულთან შედარებით კონკურენტუნარიანია.

ცნობისთვის, 2026 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტირებულია 4.2 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი, 17.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. წლის ჭრილში ექსპორტის რაოდენობა 27%-ით (896 ტონა) ხოლო ღირებულება 23%-ით (3.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზარია ჩინეთი (73%) და რუსეთი (15%).

"მოთხოვნა არის დაფნაზე, ეს არაა პრობლემა ჯერჯერობით. ჩვენი საექსპორტო ბაზრებია უფრო მეტად უკრაინა, მერე ჩინეთი, მცირე რაოდენობით რუსეთში გაგვაქვს. იმდენს ვერ ვაკეთებთ, რამდენიც შეგვიძლია. მუშახელის პრობლემებიც არის და ასევე, დაფნის ფოთოლი რთული ტექნოლოგიური დასამუშავებელია, ხელით შრომას მოიცავს დიდი რაოდენობით და მაგაზე ვმუშაობთ, რომ ნელ-ნელა მექანიზაცია მოხდეს.

ჩათვალეთ, ქართული დაფნის 100% გადის ექსპორტზე. მთელი საქართველოს წარმოება ვერ ყოფნის მარტო ჩინეთს. თურქეთი აწვდიდა ჩინეთს 20 000 ტონას. საქართველო აწარმოებს მთლიანად დაახლოებით 5 000 ტონას. მთელი ჩინეთი გადმოერთო იმის გამო, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს ჩინეთთან და არ იბეგრება, 30%-იანი სხვაობაა უკვე თურქულ და ქართულ დაფნას შორის, ამიტომ მაღალია ინტერესი. ჩინეთიდან ჩამოსული არიან ზუგდიდში, ხობში. დაფნის გასაღების პრობლემა არ არის, მთავარია ვაწარმოოთ ბევრი",- აღნიშნავს მამუკა ალფაიძე.

როგორც მამუკა ალფაიძე აცხადებს, კომპანიის წარმოება სეზონზე დაახლოებით 200 ტონამდეა. ვანში მდებარე საწარმო 40-მდე ადამიანს ასაქმებს. “ქართულმა დაფნამ" წარმოება 2018 წელს დაიწყო და ვანში ორი ქარხანა აქვს, სადაც დამფუძნებლის ცნობით, დაახლოებით 2.5 მლნ ლარის კაპიტალური დანახარჯია გაწეული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ღირს Transfermarkt-ის მიხედვით ფინალისტობისა და მესამე ადგილისთვის მებრძოლი ნაკრებები?

რა ღირს Transfermarkt-ის მიხედვით ფინალისტობისა და მესამე ადგილისთვის მებრძოლი ნაკრებები?

BM.GE

გივი მიქანაძემ თურქმენ კოლეგასთან განათლების კუთხით კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილა

გივი მიქანაძემ თურქმენ კოლეგასთან განათლების კუთხით კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილა

BM.GE

რას ნიშნავს ზაფხულის სეზონის გახსნა - მხოლოდ საბაგიროების ჩართვას?!|ინტერვიუ "გუდაური როშეს" მმართველთან

რას ნიშნავს ზაფხულის სეზონის გახსნა - მხოლოდ საბაგიროების ჩართვას?!|ინტერვიუ "გუდაური როშეს" მმართველთან

BM.GE

უცხოელების დასაქმებისთვის კვოტების შეთანხმებაზე პრობლემა უფრო დიდ კომპანიებს შეექმნება - ლევან ვეფხვაძე

უცხოელების დასაქმებისთვის კვოტების შეთანხმებაზე პრობლემა უფრო დიდ კომპანიებს შეექმნება - ლევან ვეფხვაძე

BM.GE