მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს - შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე
მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს - შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე

მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს - შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე

BM.GE10 მაისი, 2026, 21:34|bm.ge

შალვა პაპუაშვილის თქმით, გერმანიის ელჩს პრობლემები აქვს როგორც ვენის კონვენციასთან, ისე ზრდილობასთან.

პარლამენტის სპიკერმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პეტერ ფიშერმა აღნიშნა, რომ შეწუხებულია პაპუაშვილის გამო, რადგან მას „ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა, ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ელჩის ქმედებებმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს ზიანი მიაყენა და ის ფიშერის მიერ ქვეყნის დატოვებას ელოდება.

„მე ვფიქრობდი, ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა და როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს, რამდენიმე კვირა დარჩა მის საქართველოში ყოფნას. ველით, რომ საქართველოს დატოვებს და ეს მომენტი დაგვავიწყდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

9 მაისს გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა უპასუხა მმართველი გუნდის ბრალდებებს, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობებს აზიანებს. ელჩმა ამ ბრალდებებს მცდარი უწოდა:

„შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო, ვინაიდან მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის და არც ერთი მათგანი არის კარგი. ჩვენ არ ვიღებთ ამ კრიტიკას, უარვყოფთ ამ კრიტიკას და არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას ლექციის წაკითხვა სჭირდებოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. მე ყოველთვის ვუწევ რეკომენდაციას ქართველ ხალხს, რომ წაიკითხონ ევროკავშირის შეთანხმებები, ყველაფერი წერია იქ, თუ რა არის ჩვენი ღირებულებები, რა არის ჩვენი კონსტიტუცია. ჩვენ ვემყარებით ერთიანობას და მრავალფეროვნებას, ვართ მშვიდობიანი, თავისუფალი და კეთილდღეობის მქონე ადგილი და ქართველები ძალიან სასურველები არიან, რომ იყვნენ ჩვენთან, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები“, - აღნიშნა ელჩმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები გერმანიის ელჩს აკრიტიკებენ. მანამდე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა პეტერ ფიშერი წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევასა და დიპლომატიური ეთიკის დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულეს. მას ირაკლი კობახიძემ არაერთხელ უწოდა ტრაგიკული პიროვნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • ფეიქრიშვილების დედა შალვა პაპუაშვილს მიმართავსტვ პირველი
  • მერამდენედ ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს რაღაც უთანხმოება არსებობს მათ შორის... ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და სწორედ მისი გასამართლების პროცესს ვაკვირდებით ეს დღეები - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • პაპუაშვილი: ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთფორმულა
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE