მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგები
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE19 სექტემბერი, 2026, 00:00|bm.ge

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.24 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6071 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა ასევე 3.36 თეთრით გამყარდა ევროსთან და 1 ევროს ღირებულებამ 3.9911 ლარი შეადგინა.

ლარი გირვანქა სტერლინგთან 4.24 თეთრით გამყარდა და კურსმა 3.4815 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, სომხურ დრამთან, აზერბაიჯანულ მანათთან და უკრაინულ გრივნასთან, ხოლო რუსულ რუბლთან გაუფასურდა.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა საქართველოს საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც აგვისტოში საქართველოს ექსპორტი $752 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 149 მილიონი დოლარით, ანუ 24.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იმპორტი კი 1.55 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 3.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ის 295 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 8%-ით არის შემცირებული. კლება ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების 87%-იან ვარდნას უკავშირდება, რადგანაც რუსეთიდან გზავნილების მთავარმა სისტემამ Zolotaya Korona-მ აგვისტოში საქართველოში ოპერირება სრულად შეწყვიტა.

ვალუტა გაცვლითი კურსი ცვლილება (თეთრი) 1 აშშ დოლარი 2.6071 0.24 1 ევრო 2.9911 3.36 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.4815 4.24 1 თურქული ლირა 0.0534 0.03 100 რუსული რუბლი 3.0972 -0.49 1000 სომხური დრამი 7.1697 0.71 1 აზერბაიჯანული მანათი 1.5339 0.14 10 უკრაინული გრივნა 0.5834 0.25 10 ჩინური იუანი 3.8933 -0.34 100 იაპონური იენი 1.6507 4.27

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლესფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 13 ოქტომბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
ლარი →

მსგავსი სტატიები

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

BM.GE

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

BM.GE

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

BM.GE

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

BM.GE