მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
„მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ

„მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ

BM.GE18 აგვისტო, 2026, 22:07|bm.ge

საქართველოს ბანკის „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ თბილისის ფარგლებს გასცდა და ინიციატივას აჭარაში მოქმედი ბიზნესებიც შეუერთდნენ. კამპანიაში უკვე Hilltop Batumi, Kopi Brew, Dodonut, Vaio Resort და Lilia Flower Shop ჩაერთნენ.

“ბიზნესის ჯაჭვი” საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივაა, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოქმედ მცირე ბიზნესებს ერთ ჯაჭვში აერთიანებს და მათ ერთმანეთის მომხმარებლების გაზიარებისა და ახალი აუდიტორიის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს.

კამპანიის მთავარი მიზანი მცირე ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, მათი ცნობადობის ზრდა და გაყიდვების ხელშეწყობაა. ამავდროულად, მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ ახალი ადგილები, საინტერესო ბრენდები და პარტნიორი ბიზნესებისგან სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლონ.

აღსანიშნავია,რომ მცირე ბიზნესის ჯაჭვში“ ჩართვა ნებისმიერ მცირე ბიზნესს შეუძლია.

ინიციატივის ფარგლებში, მონაწილე ბიზნესებში მომხმარებლებს სპეციალური ბანერებისა და სტიკერების საშუალებით ჯაჭვის სხვა წევრი ბიზნესების აღმოჩენა და მათგან სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ. შედეგად, ერთი ბიზნესის მომხმარებელი სხვა მონაწილე ობიექტებსაც ეცნობა, ბიზნესები კი ერთმანეთისთვის ახალი აუდიტორიის მოზიდვის დამატებით შესაძლებლობას ქმნიან.

„მოხარული ვართ, რომ „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ უკვე თბილისის ფარგლებს გასცდა და ინიციატივას აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ. გვჯერა, რომ მცირე ბიზნესებს შორის ასეთი თანამშრომლობა მათ ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და განვითარებაში დაეხმარება. ვიმედოვნებთ, რომ ჯაჭვი კიდევ უფრო გაფართოვდება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი არაერთი მცირე ბიზნესი ჩაერთვება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკის ბიზნესის მარკეტინგის გუნდის უფროსმა, ელენე კვირკველიამ

ინფორმაციისთვის, მცირე ბიზნესის ჯაჭვს ეტაპობრივად ახალი ბიზნესები უერთდებიან. კამპანიაში ჩართული ბიზნესებისა და მათი შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო-საფრანგეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა - გივი მიქანაძე

საქართველო-საფრანგეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა - გივი მიქანაძე

BM.GE

რა გახდა "ისთ ფოინთში" ევაკუაციის მიზეზი?

რა გახდა "ისთ ფოინთში" ევაკუაციის მიზეზი?

BM.GE

მოსკოვიდან ძალიან მალე გაჟღერდება "გეორგიევსკი 2-თან" დაკავშირებული განცხადება - მამუკა ფიფია

მოსკოვიდან ძალიან მალე გაჟღერდება "გეორგიევსკი 2-თან" დაკავშირებული განცხადება - მამუკა ფიფია

BM.GE

პრობაციის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - უწყებას გიორგი საჯაია უხელმძღვანელებს

პრობაციის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - უწყებას გიორგი საჯაია უხელმძღვანელებს

BM.GE