მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პრობაციის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - უწყებას გიორგი საჯაია უხელმძღვანელებს
პრობაციის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - უწყებას გიორგი საჯაია უხელმძღვანელებს

პრობაციის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - უწყებას გიორგი საჯაია უხელმძღვანელებს

BM.GE18 აგვისტო, 2026, 22:00|bm.ge

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა. ამ დრომდე, სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი იყო. bm.ge-ს უწყებაში უთხრეს რომ ჯერ არ არის ცნობილი, რჩება თუ არა ცხვარაშვილი სამინისტროში, ან რა გახდა ცვლილების მიზეზი.

უწყების ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ წარუდგინა.

მინისტრმა გიორგი საჯაიას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა, ხოლო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა ცხვარაშვილს, გაწეული საქმიანობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამინისტროს ცნობით, გიორგი საჯაიას პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სადაც ის სხვადასხვა დროს მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა. სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშვნამდე იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა გახდა "ისთ ფოინთში" ევაკუაციის მიზეზი?

რა გახდა "ისთ ფოინთში" ევაკუაციის მიზეზი?

BM.GE

მოსკოვიდან ძალიან მალე გაჟღერდება "გეორგიევსკი 2-თან" დაკავშირებული განცხადება - მამუკა ფიფია

მოსკოვიდან ძალიან მალე გაჟღერდება "გეორგიევსკი 2-თან" დაკავშირებული განცხადება - მამუკა ფიფია

BM.GE

„მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ

„მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ

BM.GE

დაბა ფასანაურის იერსახის გაუმჯობესებისთვის 20 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

დაბა ფასანაურის იერსახის გაუმჯობესებისთვის 20 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE