მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მუნიციპალური განვითარების ფონდი ონის მუზეუმის შენობის რეაბილიტაციაზე ₾7 მილიონს დახარჯავს
მუნიციპალური განვითარების ფონდი ონის მუზეუმის შენობის რეაბილიტაციაზე ₾7 მილიონს დახარჯავს

მუნიციპალური განვითარების ფონდი ონის მუზეუმის შენობის რეაბილიტაციაზე ₾7 მილიონს დახარჯავს

BM.GE7 აგვისტო, 2026, 20:40|bm.ge

მუნიციპალური განვითარების ფონდი ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისთვის 6 957 424 ლარს დახარჯავს. უწყებამ გამარტივებულ შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, შესყიდვა ითვალისწინებს მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციოდ საჭირო დეფექტური აქტისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, რასაც უშუალოდ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება მოჰყვება. პროექტის შესასრულებლად განსაზღვრული ვადა 2026 წლის 14 აგვისტოდან 2027 წლის 14 მარტამდე პერიოდს მოიცავს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის განმარტებით, სტანდარტული ელექტრონული ტენდერის პროცედურები ხანგრძლივ დროს მოითხოვს, რაც არსებული კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით მუზეუმის შენობისა და ექსპონატების დაზიანების რისკს გაზრდიდა.

"ქალაქ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეულია აღნიშნული შენობის ფიზიკურ-ტექნიკური და ფუნქციური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე დადგენილი გარკვეული სახის დეფექტებისა და კლიმატური პირობებით გამოწვეული დაზიანებების არსებობით - ქალაქ ონის ბუნებრივი მდებარეობით განპირობებული მკაცრი კლიმატური მიზეზებით, რაც მოითხოვს სწრაფ და ეფექტურ ჩარევას, ქალაქ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არსებული შენობის ამ ეტაპზე გადასარჩენად და შემდგომში გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

მუზეუმში ინახება მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველი ბეჭდური წიგნები, ფოტომასალები, ხელნაწერი წიგნები, ხელნაწერი ისტორიული საბუთები და სხვადასხვა კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები.

მუზეუმის შენობა სასწრაფოდ საჭიროებს გარკვეული სამუშაოების გადაუდებელი წესით ჩატარებას, ვინაიდან დაზიანებულია შენობის სახურავი და წვიმის დროს გრძელდება შენობის დაზიანება. ყინვის შედეგად დაზიანებულია ცენტრალური გათბობა-გაგრილების და წყლის სისტემები, ასევე შენობის ელექტროობა. გარე გზის ჩაწევის გამო ხდება ექსპონატების საცავში წყლის შედინება. ყველა ჩამოთვლილი გარემოება პირდაპირ ახდენს ზეგავლენას მუზეუმში დაცული ექსპონატების მდგომარეობაზე და მათ უსაფრთხოებაზე, ხოლო აღნიშნული პრობლემების უმოკლეს ვადებში მოგვარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება შეჩერდეს მუზეუმის შენობის შიდა ინტერიერის დაზიანება და გამომდინარე აქედან, მუზეუმში დაცული ექსპონატებისთვის შეიქმნება უსაფრთხო გარემო და შესაბამისი პირობები", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მუზეუმის ფუნქციონირების შეფერხება ზიანს აყენებს როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ისე რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საწვავის გაძვირების გამო თბილისში ტაქსით მგზავრობაც გაძვირდა

საწვავის გაძვირების გამო თბილისში ტაქსით მგზავრობაც გაძვირდა

BM.GE

[ბიძინა ივანიშვილისადმი] ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი

[ბიძინა ივანიშვილისადმი] ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი

BM.GE

აგვისტოში თბილისში ბინების გაყიდვები 18.9%-ით გაიზარდა - Colliers

აგვისტოში თბილისში ბინების გაყიდვები 18.9%-ით გაიზარდა - Colliers

BM.GE

₾1 მლნ-ზე მეტის თაღლითურად დაუფლებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი წარედგინა - პროკურატურა

₾1 მლნ-ზე მეტის თაღლითურად დაუფლებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი წარედგინა - პროკურატურა

BM.GE