მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მზად ვართ ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის - ირაკლი კობახიძე
მზად ვართ ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის - ირაკლი კობახიძე

მზად ვართ ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის - ირაკლი კობახიძე

BM.GE5 აგვისტო, 2026, 19:25|bm.ge

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და ქართველ დიპლომატებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი. საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გაღრმავებას.

მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და თითოეულ დიპლომატს, რომელიც მუშაობს წარმატებული არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისათვის“, - განაცხადა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ ნაურუს მიერ აღიარების გაუქმების შემდეგ, მსოფლიოში რჩება მხოლოდ 4 სახელმწიფო, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს „დამოუკიდებლად“ აღიარებს: რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია.

ნაურუ, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 10 ათას ადამიანს შეადგენს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარებდა.

2017 წელს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტით, შეწყდა ფინანსური დახმარება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას ცნობდნენ. ამის გამო ნაურუმ აშშ-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება დაკარგა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკაიმედი
  • კობახიძე: საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნებარუსთავი 2
  • "ისე არ მოხდეს ჩვენ აკრძალვამდე, კობახიძე აკრძალოს ივანიშვილმა" - თენგო თევზაძეტვ პირველი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

BM.GE

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

BM.GE

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს მტკვრის სანაპიროზე" - Alpha Architecture

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს მტკვრის სანაპიროზე" - Alpha Architecture

BM.GE

"ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის"|"ჩაი მარტვილი - სადადიანო"

"ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის"|"ჩაი მარტვილი - სადადიანო"

BM.GE