მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მზად ვართ, შევქმნათ დამატებითი შესაძლებლობები ჩინური ენისადმი ინტერესის წახალისებისთვის | გივი მიქანაძე
მზად ვართ, შევქმნათ დამატებითი შესაძლებლობები ჩინური ენისადმი ინტერესის წახალისებისთვის | გივი მიქანაძე

მზად ვართ, შევქმნათ დამატებითი შესაძლებლობები ჩინური ენისადმი ინტერესის წახალისებისთვის | გივი მიქანაძე

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 14:56|bm.ge

განათლების მინისტრი მზაობას აცხადებს, საქართველოში ჩინური ენისა და კულტურის მიმართ მზარდი ინტერესის წახალისებისა და მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ გივი მიქანაძემ გივი მიქანაძემ პეკინში, ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მონაწილეობისას განაცხადა.

გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ჩინური ენის შესწავლის კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჩინური ენის ცოდნის გამოცდები უკვე ხელმისაწვდომია.

„ენა აკავშირებს ადამიანებსა და კულტურებს, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც განათლების, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით.

საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც უძველესი ენა, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხანგრძლივი ისტორია აქვს, ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საქართველოში ჩინური ენისა და კულტურის მიმართ მზარდი ინტერესია, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, შევქმნათ დამატებითი შესაძლებლობები ამ ინტერესის წახალისებისა და მხარდაჭერისთვის.

წლების განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად განვითარდა. 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. წელს კი, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გავაფორმეთ.

განათლებას ამ მზარდ პარტნიორობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ენის შესწავლის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და წარმატებისთვის აუცილებელი პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

ეს გულისხმობს ერთმანეთისგან სწავლას, გამოცდილებისა და იდეების გაზიარებასა და ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც ორივე მხარისთვის რეალურ ღირებულებას შექმნის.

სწორედ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინური ენის ცოდნის შეფასების გამოცდა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ენის შემსწავლელებს, დაადასტურონ საკუთარი კომპეტენცია და მიიღონ წვდომა ჩინეთის უმაღლესი განათლების შესაძლებლობებზე.

HSK-ის გამოცდები საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია და ჩვენ მზად ვართ, აქტიურად შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიება, რომელსაც 130-ზე მეტი ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მსოფლიო ჩინური ენის კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE