მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “მზად ვართ თხევადი გაზის მიწისქვეშა რეზერვუარები მოვაწყოთ, მაგრამ ამას დრო სჭირდება”- ბიზნესი მერიასთან შეხვერას ითხოვს
“მზად ვართ თხევადი გაზის მიწისქვეშა რეზერვუარები მოვაწყოთ, მაგრამ ამას დრო სჭირდება”- ბიზნესი მერიასთან შეხვერას ითხოვს

“მზად ვართ თხევადი გაზის მიწისქვეშა რეზერვუარები მოვაწყოთ, მაგრამ ამას დრო სჭირდება”- ბიზნესი მერიასთან შეხვერას ითხოვს

BM.GE30 აპრილი, 2026, 00:11|bm.ge

თხევადი გაზის სექტორი ბიზნესი თბილისის მერიასთან კომუნიკაციას და გარდამავალი პერიოდის დაწესებას ითხოვს.

„თხევადი გაზის ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნიკა ხოფერიას განცხადებით, ბიზნესი მზად არის დააკმაყოფილოს უსაფრთხოების ახალი სტანდარტები და მოაწყოს მიწისქვეშა რეზერვუარები, თუმცა ამ პროცესს გარკვეული დრო და მუნიციპალიტეტთან კოორდინაცია სჭირდება.

ნიკა ხოფერიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი რეგულაცია 2020 წლიდან ანონსდება, ბიზნესსუბიექტებს არ ჰქონიათ მერიასთან კომუნიკაცია იმის თაობაზე, რომ ეს რეგულაციები კონკრეტულად თხევადი გაზის სადგურებსაც შეეხებოდა. მისივე განმარტებით, სექტორისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაწყებული დაჯარიმებების პროცესი.

“ვითხოვთ, რომ მუნიციპალიტეტთან დავიწყოთ მოლაპარაკება. ამდენი ხანია მაგას ვსაუბრობ, რომ კომუნიკაცია ჩვენს შორის შედგეს. ჩვენ ვართ ბიზნესი და მომხმარებლის საუკეთესო ინტერესზე ვართ ორიენტირებულები, ჩვეულებრივი ამბავია, იმავენაირად არის მუნიციპალიტეტიც. ამ ორმა მხარემ, რომლებიც ვსხედვართ ერთ ნავში, უნდა მოვილაპარაკოთ, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რა ნორმებით უნდა დავიცვათ.

რა დრო დასჭირდება ამ ნორმების დაცვას, ეს დრო ალბათ იქნება დაახლოებით, 12-დან 18 თვემდე, იმიტომ რომ რა დროში მოხდება სანებართვო პირობების გაცემა და დაკმაყოფილება ჯერ არ ვიცით. იმისთვის, რომ ამოთხარო ორმო, ამაზე გჭირდება ნებართვა, უნდა მისწერო მუნიციპალიტეტს, რომ ეს ზონა აკმაყოფილებს თხევადი გაზის სადგურის მოსაწყობად და მოაწყო მიწისქვეშა განთავსების თხევადი გაზის რეზერვუარი. ეს საქართველოში ჯერ არ არის.

თანხმობის მიღების შემდეგ უნდა შეუკვეთო რეზერვუარი ქარხანას, რომლის ჩამოტანასაც 3-4 თვე სჭირდება მინიმუმ. ეს ყველაფერი ჯადოსნური ჯოხით არ კეთდება, არ ხდება.

ფინანსურადაც მზად ვართ, რა საკვირველია ამას სჭირდება ინვესტირება, რისი მზაობაც გვაქვს,”-ამბობს „თხევადი გაზის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2-3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებსიმედი
  • POLITICO: რატომ არ მუშაობს ბრიუსელის რეფორმები - ევროპული ბიზნესი იმედგაცრუებულიარუსთავი 2
  • ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლადნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE