მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მზის სადგურების მშენებლობა 20-25%-ითაა გაძვირებული, ინვესტორები თავს იკავებენ - ასოციაცია
მზის სადგურების მშენებლობა 20-25%-ითაა გაძვირებული, ინვესტორები თავს იკავებენ - ასოციაცია

მზის სადგურების მშენებლობა 20-25%-ითაა გაძვირებული, ინვესტორები თავს იკავებენ - ასოციაცია

BM.GE18 ივლისი, 2026, 22:31|bm.ge

მზის ენერგიის ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე მზის პანელების ფასი დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი, რაც სადგურების მშენებლობასაც აძვირებს.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა BMG‑სთან განაცხადა, შედეგად დეველოპერებს მზის ელექტროსადგურების 1 კილოვატი დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 20-25%-ით გაუძვირდათ.

თორნიკე დარჯანიას თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ინვესტორების ნაწილი ამ ეტაპზე პროექტების განხორციელებისგან თავს იკავებს.

“მზის ელექტროსადგურების [მშენებლობის] მიმართულებით გაძვირება გვაქვს. გაძვირება დაიწყო იანვრიდან, როდესაც მზის პანელებზე ფასები თავდაპირველად დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა კიდევ დამატებით 15%-ით, ანუ ჯამური გაძვირება გვაქვს დაახლოებით 30%. ამას ემატება ფერადი ლითონების მიმართულებით გაძვირება. იცით, რომ სატრანსპორტო სერვისებზეც ფასები გაზრდილია, ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვებზე, საწვავიც გაძვირდა. რომ შევაჯამოთ, მზის ელექტროსადგურების 1 კილოვატი დადგმული სიმძლავრე დღეს ინვესტორს დაახლოებით 20-25%-ით აქვს გაძვირებული.

ეს მოცემულობა გვაქვს, რომელიც თავისთავად ართულებს საინვესტიციო გარემოს. ის ტარიფი, რომელიც თავის დროზე შემოთავაზებული იყო სახელმწიფოს მხრიდან არის 5.6 ცენტი, ეს იყო წელიწად-ნახევრის წინ, ხოლო ამის შემდეგ ამ მოცემულობის შედეგად გვაქვს გაძვირება. შესაბამისად, რიგი ინვესტორებისთვის პროექტების განხორციელება ამ გაძვირების გამო რთულდება. რამდენიმე მათგანი ახორციელებს პროექტს, მაგრამ ბევრი ვიცით, რომ თავს იკავებს ზუსტად ამ გაძვირების გამო. ბევრი ინვესტორი თავს იკავებს მშენებლობისგან, ბევრი ელოდება მოცემულობის ცვლილებას, მაგრამ მე, რასაც ვუყურებ, არ ვფიქრობ, რომ მზის პანელებზე ფასები შემცირდება, ან ფერად ლითონზე ფასები დაიკლებს”, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი: „გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ. ამ კანონმა გამოაჩინა სინამდვილეში ვინ დგას ყველა მავნებლობის უკან. კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“ ეს ის ხელისუფლებებია, რომელსაც საქართველოს მიმართ აქვთ მავნე მიზნები და ამით საკუთარ თავს ამხელენიმედი
  • აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
  • ტამბოვის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავსფორმულა
  • "ბრალის დადგენილებას ხელიც არ მოაწერა" - ღარიბაშვილის თავს "პოლიტიკურ პატიმრად" მიიჩნევს და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებსტვ პირველი
თავს →

მსგავსი სტატიები

სასტუმროების დატვირთვა გაზრდილია, თუმცა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია - ქეთი ამირბარი ტენდენციებზე

სასტუმროების დატვირთვა გაზრდილია, თუმცა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია - ქეთი ამირბარი ტენდენციებზე

BM.GE

რკინიგზამ 6 თვეში 6.9 მლნ ტონა ტვირთი გაატარა - შემოსავალი 3.8%-ით, მოგება კი 60.7%-ით გაიზარდა

რკინიგზამ 6 თვეში 6.9 მლნ ტონა ტვირთი გაატარა - შემოსავალი 3.8%-ით, მოგება კი 60.7%-ით გაიზარდა

BM.GE

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა - "ბლექ სი პეტროლიუმის" განცხადება

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა - "ბლექ სი პეტროლიუმის" განცხადება

BM.GE

"მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია" - ღარიბაშვილი

"მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია" - ღარიბაშვილი

BM.GE