მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა და ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა
N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა და ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა

N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა და ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა

BM.GE15 ივლისი, 2026, 11:39|bm.ge

N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა და ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქში კიდევ ერთ მარშრუტზე ცვლილება განხორციელდა", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რათა ისინი ზემო ფონიჭალიდან სადგურის მოედნის ცენტრალურ კვანძს მარტივად და კომფორტულად დაუკავშირდნენ.

„N344 მარშრუტს, რომელიც მგზავრებს ზემო ფონიჭალიდან ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ემსახურება, ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა. ასევე, მარშრუტი კოტე აფხაზის ქუჩიდან გაგრძელდა სადგურის მოედნამდე, რუსთაველის გამზირის, მარჯანიშვილის ქუჩის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების გავლით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მსგავსი ცვლილებები მოცდის დროის შემცირებისა მეტი მგზავრის მომსახურების შესაძლებლობას იძლევა.

„ყოველდღიურად ვაკვირდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას, სად გვაქვს სირთულე, რომელ მარშრუტს სჭირდება გაუმჯობესება, დამატება და ა.შ. შესაბამისად, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაციას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კალაძის თქმით, "სარაჯიშვილსა" და მინდელის ხიდთან "ბასლეინმა" ტრანსპორტის გადაადგილება გაუუმჯობესა

კალაძის თქმით, "სარაჯიშვილსა" და მინდელის ხიდთან "ბასლეინმა" ტრანსპორტის გადაადგილება გაუუმჯობესა

BM.GE

TI: თანამდებობის პირებისთვის ნაჩუქარი ₾24 მილიონის 60%-ზე მეტი მშობლებზე მოდის - ვის რა აჩუქეს?

TI: თანამდებობის პირებისთვის ნაჩუქარი ₾24 მილიონის 60%-ზე მეტი მშობლებზე მოდის - ვის რა აჩუქეს?

BM.GE

ბადიაურში კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის პროექტირება იწყება

ბადიაურში კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის პროექტირება იწყება

BM.GE

საქართველოში თევზის წარმოება ბოლო წლებია მცირდება|აკვაკულტურის სტატისტიკა

საქართველოში თევზის წარმოება ბოლო წლებია მცირდება|აკვაკულტურის სტატისტიკა

BM.GE