მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. NAEC-მა ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა - სტუდენტი კიდევ 1 242 აბიტურიენტი გახდა
NAEC-მა ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა - სტუდენტი კიდევ 1 242 აბიტურიენტი გახდა

NAEC-მა ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა - სტუდენტი კიდევ 1 242 აბიტურიენტი გახდა

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 15:19|bm.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგის გაცნობა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცხრილში, საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლიათ.

გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება სულ 4 010 აბიტურიენტს ჰქონდა, თუმცა შესაძლებლობით 1 715-მა ისარგებლა და დარეგისტრირდა. საბოლოოდ, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც დარეგისტრირებულ მონაწილეთა საერთო რაოდენობის 73%-ს შეადგენს.

NAEC-ის მონაცემებით, შედეგები საგანმანათლებლო საფეხურების მიხედვით ასე გადანაწილდა:

• საბაკალავრო საფეხური: სწავლას 818 აბიტურიენტი გააგრძელებს. მათგან 312 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა, ხოლო 506 - კერძო უნივერსიტეტებში. • პროფესიული პროგრამები: სწავლის უფლება 408-მა აბიტურიენტმა მოიპოვა (244 - სახელმწიფო, ხოლო 164 - კერძო პროფესიულ სასწავლებელში). • ქართულ ენაში მომზადების პროგრამა: სწავლის უფლება 16-მა გამოსაცდელმა მოიპოვა და ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ე.წ. მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა ძირითად ეტაპზე ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვეს; ასევე მათ, ვინც ვერ გადალახა ეროვნული გამოცდების ზღვარი, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური ბარიერი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • ზელენსკი იმედოვნებს, აშშ-ის არჩევნების შედეგები დახმარების გაზრდაზე იმოქმედებსფორმულა
  • “ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასებანეტგაზეთი
  • "ასე გაგრძელება არ შეიძლება, ქვეყანა არ უნდა დავუთმოთ მათ, ვინც ასეთი ძალადობით მოქმედებს პოლიციისა და სხვისი ქონების წინააღმდეგ. წუხანდელ ღამეს მკაფიო შედეგები უნდა მოჰყვეს" - ჰესენის შს მინისტრი ფრანკფურტის აქციების შესახებრუსთავი 2
  • ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლულა და სილვამ მეოთხედ გაიმარჯვა - ბოლსონარუ შედეგების გაუქმებას მოითხოვსტვ პირველი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

BM.GE

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE