მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნარენდრა მოდიმ მოსახლეობას დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე დაბრუნებისკენ მოუწოდა
ნარენდრა მოდიმ მოსახლეობას დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე დაბრუნებისკენ მოუწოდა

ნარენდრა მოდიმ მოსახლეობას დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე დაბრუნებისკენ მოუწოდა

BM.GE12 მაისი, 2026, 05:10|bm.ge

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მოსახლეობას დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე დაბრუნებისა და საწვავის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა.

როგორც ირკვევა, აღნიშნული გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებსა და ნავთობზე ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. მთავრობის მეთაური მოქალაქეებს უცხოეთში მოგზაურობისა და ოქროს შესყიდვისგან თავის შეკავებასაც სთხოვს. ინდური მედიის ცნობით, ეს ინიციატივა მიზნად ქვეყნის სავალუტო რეზერვების დაზოგვასა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდში დამკვიდრებული ონლაინ შეხვედრებისა და ვიდეოკონფერენციების სისტემის აღდგენა დღეს ეროვნულ ინტერესებში შედის. მოდი ბიზნესსექტორსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, უპირატესობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მეტროსა და ელექტრომობილებს მიანიჭონ.

არსებული ინფორმაციით, სამთავრობო სტრატეგია საწვავის ხარჯის ოპტიმიზაციასა და გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხებით გამოწვეული ზიანის შემცირებას ითვალისწინებს. ამასთან, გეგმა სარკინიგზო გადაზიდვების წილის გაზრდასა და კერძო ავტომობილებით მგზავრობისას ე.წ. ქარპულინგის პრინციპის გამოყენებასაც გულისხმობს.

რაც შეეხება სამომხმარებლო ხარჯებს, ინდოეთის ხელისუფლება საშუალო ფენის წარმომადგენლებს უცხოეთში ტურისტული მიზნით გამგზავრებასა და საზღვარგარეთ დაგეგმილი ქორწილების მინიმუმ ერთი წლით გადადებას სთხოვს.

პრემიერმა აღნიშნულ ზომებს "ეკონომიკური პატრიოტიზმი" უწოდა და ხაზი პერსონალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობასაც გაუსვა.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში გახანგრძლივებულმა საბრძოლო მოქმედებებმა ენერგორესურსების ღირებულებაზე გლობალური გავლენა იქონია. შეგახსენებთ, რომ ინდოეთი ნავთობისა და ოქროს ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია, რის გამოც საერთაშორისო ბაზარზე არსებული არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე პირდაპირ აისახება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

BM.GE

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE