მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო ფინტექ-კომპანიებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ
ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო ფინტექ-კომპანიებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ

ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო ფინტექ-კომპანიებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 23:31|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია, საერთაშორისო პარტნიორობა გააძლიეროს და ქვეყნის საფინანსო სექტორში მეტი ინოვაციური კომპანია თუ ტექნოლოგიური გადაწყვეტა მოიზიდოს, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სინგაპურის ფინტექ-ფესტივალზე.

ღონისძიებაზე ეროვნული ბანკი საქართველოს პავილიონით არის წარმოდგენილი, რომელმაც ქართულ საფინანსო და ფინტექ-სექტორის წარმომადგენლებს მოუყარა თავი.

პავილიონი ქართული საფინანსო სექტორის შესაძლებლობების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას, პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი კავშირების დამყარებასა და საქართველოს მიმართ საინვესტიციო ინტერესის ზრდას ემსახურება.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს საფინანსო სექტორში უკვე განხორციელებულია სინგაპურული ინვესტიციები და არსებობს მათი შემდგომი გაფართოების პოტენციალი.

"ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თვალსაზრისით, საქართველო მართლაც მიმზიდველია. მნიშვნელოვანია, რომ სინგაპურში წარმოდგენილი ვართ ქართულ ბანკებთან და ქართულ ფინტექ-კომპანიებთან ერთად. ფინტექ-ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, მათ შორის გამოვყოფდი სინგაპურის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთან შეხვედრას, სადაც ვისაუბრებთ ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე.

საქართველოს საფინანსო სექტორში ჩვენ უკვე გვაქვს სინგაპურული ინვესტიციები და ვფიქრობ, ეს ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი მიზანია, საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საერთაშორისო ფინტექ- და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. სწორედ ამ მიზნით ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა წამყვანი ინოვაციური და ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელებთან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების, მათ შორის გერმანიის, ესპანეთის, დანიისა და სლოვაკეთის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად საგამოფენო პავილიონები დაათვალიერა და სხვადასხვა კომპანიის ინოვაციურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს გაეცნო.

გარდა ამისა, სინგაპურში ვიზიტისას ნათია თურნავა სინგაპურის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს შეხვდება. მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ. ასევე დაგეგმილია შეხვედრები წამყვანი საერთაშორისო ინოვაციური და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებთან და მათთვის საქართველოს საფინანსო სექტორში ახალი ინვესტიციებისა და ინოვაციების გაცნობა.

სინგაპურის ფინტექ-ფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ფინანსური სექტორის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წამყვან წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება 70 000-ზე მეტ მონაწილეს მასპინძლობს, მათ შორის არიან ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსური რეგულატორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, წამყვანი ბანკები, საგადახდო სისტემებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები. ფესტივალის მთავარი თემებია ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, საგადახდო სისტემების ინოვაციები და ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Gemini-ს შემქმნელ დემის ჰასაბის AI სტარტაპმა Isomorphic Labs-მა $5 მილიარდი მოიზიდა

Gemini-ს შემქმნელ დემის ჰასაბის AI სტარტაპმა Isomorphic Labs-მა $5 მილიარდი მოიზიდა

BM.GE

19 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

19 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ტელევიზიების კომერციული შემოსავლები 2026 წლის 9 თვეში 67 მილიონ ლარამდე გაიზარდა - არხების რეიტინგი

ტელევიზიების კომერციული შემოსავლები 2026 წლის 9 თვეში 67 მილიონ ლარამდე გაიზარდა - არხების რეიტინგი

BM.GE

ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის პრემიერთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა

ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის პრემიერთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა

BM.GE