
ტელევიზიების კომერციული შემოსავლები 2026 წლის 9 თვეში 67 მილიონ ლარამდე გაიზარდა - არხების რეიტინგი
2026 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში მოქმედი ტელევიზიების სარეკლამო და კომერციულმა შემოსავლებმა 67.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6%-ით მეტია.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი კომერციული შემოსავალი - 21.87 მილიონი ლარი კვლავ ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, თუმცა ეს თანხა წინა წელთან შედარებით, 16%-ით ნაკლებია.
მეორე ადგილზეა "რუსთავი 2", რომლის შემოსავალიც 21.11 მილიონ ლარს შეადგენს. წინა წლის 9 თვესთან შედარებით, კომპანიის კომერციული შემოსავლები 79%-ით არის გაზრდილი.
მესამე ადგილზეა „პოსტვ“ 4.23 მილიონი ლარის შემოსავლით, თუმცა მაჩვენებელი წლიურად 23%-ით არის შემცირებული.
მას მოსდევს „ტელეკომპანია პირველი“: მისი შემოსავალი 3.84 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 26%-იან კლებას წარმოადგენს.
„ბი ემ ჯის“ კომერციულმა შემოსავლებმა 3.58 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-იანი ზრდაა.
„ფორმულას“ შემოსავალი კი 3.25 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 22%-ით ნაკლებია.
# ტელევიზია შემოსავალი (ლარი) წლიური ცვლილება 1 ტელეიმედი 21,872,965 -16% 2 მედია ჰოლდინგი 21,111,471 +79% 3 პოსტვ 4,231,984 -23% 4 ტელეკომპანია პირველი 3,837,012 -26% 5 ბი ემ ჯი 3,575,983 +30% 6 ფორმულა 3,247,158 -22% 7 აჭარასპორტ.ტვ 3,165,433 +1,061% 8 ჯი-დი-ეს თი-ვი 1,620,450 -46% 9 რაგბი ტვ 1,051,565 +64% 10 სილქნეტი 845,664 +18%
არხების კომერციული შემოსავლები აერთიანებს ტელევიზიების მიერ მიღებულ შემოსავლებს შემდეგი მიმართულებებიდან: არქივის გაქირავება, განცხადებები, ვებ-ბანერით მიღებული შემოსავალი, კომერციული რეკლამა, კონტენტის რეალიზება, პროდუქტის განთავსება (Product Placement), რეკლამა, საეთერო დროის გაყიდვა და სპონსორობა.
BM.GE
წყარო: bm.ge