მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის პრემიერთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა
ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის პრემიერთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა

ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის პრემიერთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 23:14|bm.ge

ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს შეეხო.

ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას, ასევე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში არსებული ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას.

მხარეებმა რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ყურადღება ასევე გამახვილდა საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე.

აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ყველა დონეზე ვიზიტების მზარდი დინამიკა და ორმხრივ თუ საერთაშორისო ფორმატებში აქტიური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითია.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გიორგი ზაქარაშვილი მონაწილეობდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • მედია: კაია კალასი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს​რუსთავი 2
  • გამოძიების დაწყების საკითხი გადაწყდება ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრების შემდეგ - პროკურორიტვ პირველი
  • პენტაგონის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე ირანის ომსა და იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრაფორმულა
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხი →

მსგავსი სტატიები

Gemini-ს შემქმნელ დემის ჰასაბის AI სტარტაპმა Isomorphic Labs-მა $5 მილიარდი მოიზიდა

Gemini-ს შემქმნელ დემის ჰასაბის AI სტარტაპმა Isomorphic Labs-მა $5 მილიარდი მოიზიდა

BM.GE

19 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

19 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ტელევიზიების კომერციული შემოსავლები 2026 წლის 9 თვეში 67 მილიონ ლარამდე გაიზარდა - არხების რეიტინგი

ტელევიზიების კომერციული შემოსავლები 2026 წლის 9 თვეში 67 მილიონ ლარამდე გაიზარდა - არხების რეიტინგი

BM.GE

ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო ფინტექ-კომპანიებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ

ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო ფინტექ-კომპანიებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ

BM.GE