მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. NATO ჰორმუზის სრუტეში სამხედროების გაგზავნას განიხილავს
NATO ჰორმუზის სრუტეში სამხედროების გაგზავნას განიხილავს

NATO ჰორმუზის სრუტეში სამხედროების გაგზავნას განიხილავს

BM.GE19 მაისი, 2026, 22:39|bm.ge

ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსი ბლოკირებულ ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, სპეციალური მისიის დაწყების შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს. NATO-ს მაღალჩინოსნის განცხადებით, სამხედრო დახმარების ეს გეგმა იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ სტრატეგიული საზღვაო გზა ივლისის დასაწყისისთვის არ გაიხსნება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ინიციატივას ალიანსის რამდენიმე წევრი ქვეყანა მხარს უჭერს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ერთსულოვნება, რომელიც ამ ეტაპზე მიღწეული არ არის.

უშუალოდ ინიციატივას რაც შეეხება, ის სრუტეში სამხედრო ესკორტის გაგზავნას მოიაზრებს, რომელიც სავაჭრო გემებსა და ტანკერებს სრუტიდან გამოსვლაში დაეხმარება.

NATO-ს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს დიპლომატის განმარტებით, აღნიშნული საკითხის განხილვა, სავარაუდოდ, ანკარაში იგეგმება, სადაც 7-8 ივლისს ალიანსის ლიდერების სამიტი გაიმართება.

ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე გლობალური ენერგოუსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზღვაო დერეფანს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოში ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების 20% ხორციელდებოდა, თუმცა ის 28 თებერვლის შემდეგ პარალიზებულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE