მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნატოს გენმდივანი რუტე კიევში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა - Ukrzaliznytsia
ნატოს გენმდივანი რუტე კიევში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა - Ukrzaliznytsia

ნატოს გენმდივანი რუტე კიევში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა - Ukrzaliznytsia

BM.GE3 ივნისი, 2026, 18:49|bm.ge

ნატოს ხელმძღვანელი მარკ რუტე კიევში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული რკინიგზის ოპერატორმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში (რომელიც მოგვიანებით წაიშალა) განაცხადა.

ეს ვიზიტი ბოლო კვირებში უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიანი თავდასხმების სერიას მოჰყვა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც, სავარაუდოდ, რუტეს შეხვდება, ნატოს წევრებს უკრაინის რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვაში დახმარებას სთხოვს.

"დღეს კიევის რკინიგზის სადგურზე სიხარულით ვეგებებით ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს", - დაწერა Ukrzaliznytsia-მ (უკრაინის რკინიგზამ) ახლა უკვე წაშლილ პოსტში, რომელსაც პლატფორმაზე მდგარი ნატოს ხელმძღვანელის ფოტოები ახლდა.

"ეს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ყველა წინა ვიზიტი, რადგან ის არის ალიანსის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერის ჟესტი", - დასძინა Ukrzaliznytsia-მ.

მისი ვიზიტი სულ რამდენიმე საათში მოჰყვა უკრაინული დრონების იერიშს ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებზე რუსეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, სადაც ოფიციალური პირები და უცხოელი სტუმრები ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე იკრიბებოდნენ.

ერთი დღით ადრე რუსეთის მიერ კიევსა და აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დნიპროზე განხორციელებულ სარაკეტო და დრონების თავდასხმებს 23 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

BM.GE