მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნატოს სამიტზე საქართველო მიწვეული არ არის - ბოჭორიშვილი ღონისძიებას „მოკავშირეები ანკარაში" დაესწრება
ნატოს სამიტზე საქართველო მიწვეული არ არის - ბოჭორიშვილი ღონისძიებას „მოკავშირეები ანკარაში" დაესწრება

ნატოს სამიტზე საქართველო მიწვეული არ არის - ბოჭორიშვილი ღონისძიებას „მოკავშირეები ანკარაში" დაესწრება

BM.GE7 ივლისი, 2026, 16:38|bm.ge

NATO-ს სამიტზე, რომელიც 7-8 ივლისს ანკარაში იმართება, საქართველო მიწვეული არ არის. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში დაესწრება ღონისძიებას „მოკავშირეები ანკარაში“.

კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 ივლისს ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის (SETA) და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით იმართება.

რაც შეეხება ალიანსის სამიტს, მასში წევრი 32 სახელმწიფოს გარდა, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც მიიღებენ, მათ შორის: ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა, ქუვეითი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და უკრაინა.

NATO-ს 2026 წლის სამიტის მთავარი საკითხებია:

• თავდაცვის ინვესტიციები: ნატოს მოკავშირეები ზრდიან თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 5%-მდე მისაღწევად. ანკარას სამიტი ფოკუსირებული იქნება სწორი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე. • თავდაცვის ინდუსტრია: ძლიერი შეკავებისა და თავდაცვისთვის აუცილებელია შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა თანამედროვე ტექნიკითა და იარაღით. ნატო თანამშრომლობს ინდუსტრიასთან წარმოების გაზრდის და მომარაგების გაძლიერების მიმართულებით. • უკრაინის მხარდაჭერა: უკრაინის უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ნატოს უსაფრთხოებასთან. მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რათა უზრუნველყონ მისი თავდაცვითი საჭიროებები და სამხედრო მხარდაჭერის მდგრადობა.

ალიანსის რიგით 36-ე სამიტს თურქეთი 2004 წლის შემდეგ მეორედ მასპინძლობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამიტზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟიიმედი
  • 9-10 სექტემბერს კობახიძე პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტს დაესწრებაფორმულა
  • პესკოვმა ვერ გაიგო, რატომ არ ისაუბრა ფაშინიანმა შანხაის სამიტზე რუსულადნეტგაზეთი
  • თამარ ბაგრატიონმა კიევში "პირველი ლედებისა და ჯენტლმენების" სამიტში მიიღო მონაწილეობა - ადმინისტრაციატვ პირველი
სამიტზე →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE