მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავსადგურების გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს | პრემიერი
ნავსადგურების გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს | პრემიერი

ნავსადგურების გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს | პრემიერი

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 17:20|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნავსადგურების 7 თვის გაზრდილი ტვირთბრუნვის მონაცემები, ხელისუფლების პოლიტიკის ეფექტიანობის შედეგია, რადგან მთავრობა შესაბამისი კავშირების გაძლიერებაზე მაქსიმალურად ზრუნავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში დაგეგმილია 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში, რათა არსებული პოტენციალი სრულად იქნეს ათვისებული.

„გამოწვევა ძალიან ბევრია, თუმცა ამ ფონზე, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ დადებით დინამიკას, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში არის 24 %-ით გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში. შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავშირების გაძლიერებაზე, ამ ყველაფერს აქვს, ბუნებრივია, თავისი პოლიტიკური კონტექსტი. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მე მქონდა სამი სხვადასხვა სახელმწიფო ვიზიტი ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ორი შუააზიელი პრეზიდენტი იყო ჩამოსული საქართველოში. გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აზერბაიჯანთან, სომხეთთან. ჩვენ ვაკავშირებთ შვიდ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანას შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთის სივრცესთან. აქედან გამომდინარე, შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოება არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი. ასევე, ჩინეთთან თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ კუთხით. ჩვენ გვაკავშირებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან ბევრ ქვეყანასთან. ამ ყველაფრით ძალიან კარგად სარგებლობს ჩვენი ქვეყანა, იზრდება ზოგადად შუა დერეფანში ტვირთბრუნვა, მათ შორის პორტებში იზრდება ტვირთბრუნვა. ძალიან დადებითი დინამიკაა, შვიდჯერ არის დაახლოებით ტვირთნაკადი გაზრდილი 2020 წლის შემდეგ შუა დერეფანში და ამით ძალიან კარგად სარგებლობს ჩვენი ქვეყანა და, ბუნებრივია, მომავალშიც არ უნდა მოვაკლოთ ძალისხმევა. ჩვენი საგარეო პოლიტიკა მთლიანად მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად ვისარგებლოთ ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით. ჩვენ ბუნებრივად ვაკავშირებთ ერთმანეთთან ევროპას და აზიას, აღმოსავლეთს და დასავლეთს. მთავარია, ყურადღება არ მოვადუნოთ, არის არაერთი გამოწვევა, ამას რომ თავი დავანებოთ, რეგიონში არის მიმდინარე ომი. მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პოტენციალის ათვისებაზე. ამისათვის არის დაგეგმილი 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება მომდევნო წლების განმავლობაში საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში. ეს არის, სწორედ, ჩვენი პოლიტიკის მთავარი ამოცანა - რომ არსებული პოტენციალი სრულად ავითვისოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 128 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, იყო ძალიან მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, კორუფციასთან დაკავშირებით. წელიწადი და 5 თვე დამჭირდა გუნდთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ აღმოგვეფხვრა მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებიიმედი
  • პრემიერი: მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, გასულ წელთან შედარებით, 24 %-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში, რაც ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს, დაგეგმილია 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაშირუსთავი 2
  • კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვიაფორმულა
  • ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისიტვ პირველი
პრემიერ →პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

გომის მთაზე მეწყერი ჩამოწვა – გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის იკეტება

გომის მთაზე მეწყერი ჩამოწვა – გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის იკეტება

BM.GE

აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ

აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ

BM.GE

„ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს“ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე

„ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს“ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე

BM.GE

ირაკლი კობახიძე ღირსეული პრემიერ-მინისტრია | კახა კალაძე

ირაკლი კობახიძე ღირსეული პრემიერ-მინისტრია | კახა კალაძე

BM.GE