მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობი მკვეთრად გაძვირდა, რადგან ტრამპი ირანზე დარტყმას განიხილავს
ნავთობი მკვეთრად გაძვირდა, რადგან ტრამპი ირანზე დარტყმას განიხილავს

ნავთობი მკვეთრად გაძვირდა, რადგან ტრამპი ირანზე დარტყმას განიხილავს

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 19:20|bm.ge

დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ნავთობის ფასი მკვეთრად, თითქმის 4%-ით გაიზარდა, რადგან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შუალედურ არჩევნებამდე, ანუ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელებას განიხილავს. ამჟამინდელი მონაცემებით, ბარელი Brent-ის ფასი $104-ს აჭარბებს, ხოლო WTI-ის ფასი 92 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთწლიან პერიოდში 70%-იან ზრდას წარმოადგენს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ტრამპმა პენტაგონს ირანის საწინააღმდეგო სამხედრო შეტევის გეგმის მომზადება დაავალა. ამასთან, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანში საბრძოლო ოპერაციების განახლებისთვის მზადყოფნის ბრძანება უკვე მიიღო. იერიშების შესაძლო სამიზნედ ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სამხედრო ობიექტები განიხილება.

კრიტიკოსების შეფასებით, ახალი დარტყმები საწვავის ფასებს ვერ შეამცირებს, ვერც თეირანთან მოლაპარაკებებს განაახლებს და ვერც ჰორმუზის სრუტის განბლოკვას უზრუნველყოფს. ამასთან, შესაძლო იერიშები აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგებს კიდევ უფრო შეამცირებს და ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს.

შეგახსენებთ, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 222 დღის წინ, 28 თებერვალს დაიწყო და კონფლიქტის დასრულების პერსპექტივა ჯერაც არ ჩანს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • დონალდ ტრამპი მრჩევლების შესაძლო დათხოვნაზე საუბრობს: სკანდალი ბოსნიაში ვიზიტის გარშემოფორმულა
  • ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების“ აფეთქებაა - ტრამპიტვ პირველი
  • ტრამპის განცხადებით, ბენზინზე ფასები ამჯერად არა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების არამედ უკრაინის მხრიდან რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების აფეთქების გამო იზრდებარუსთავი 2
  • დონალდ ტრამპმა „სუპერინტელექტის ძალების“ შექმნის შესახებ განაცხადაიმედი
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

"გამოძიება მიმდინარეობს" - საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა

"გამოძიება მიმდინარეობს" - საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა

BM.GE

„საბაზრო მექანიზმის საწინააღმდეგოა“ - მურმან მარგველაშვილი დენის იმპორტში შუამავლების გამოთიშვაზე

„საბაზრო მექანიზმის საწინააღმდეგოა“ - მურმან მარგველაშვილი დენის იმპორტში შუამავლების გამოთიშვაზე

BM.GE

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორად რეგიონული განვითარების ექსმინისტრი დაინიშნა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორად რეგიონული განვითარების ექსმინისტრი დაინიშნა

BM.GE

სამართლიანად მიგაჩნიათ, პენსია იყოს ₾350 და პოლიტიკური თანამდებობის პირის ხელფასი ₾17 350? - გიორგი შარაშიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს

სამართლიანად მიგაჩნიათ, პენსია იყოს ₾350 და პოლიტიკური თანამდებობის პირის ხელფასი ₾17 350? - გიორგი შარაშიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს

BM.GE