მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის $108-მდე გაძვირებამ გლობალურ ობლიგაციებზე ზეწოლა გააძლიერა
ნავთობის $108-მდე გაძვირებამ გლობალურ ობლიგაციებზე ზეწოლა გააძლიერა

ნავთობის $108-მდე გაძვირებამ გლობალურ ობლიგაციებზე ზეწოლა გააძლიერა

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 21:38|bm.ge

ენერგორესურსების მკვეთრმა გაძვირებამ და ინფლაციური რისკების გაღრმავებამ გლობალურ სავალო და საფონდო ბაზრებზე ზეწოლა გააძლიერა.

როგორც ცნობილია, ფასების მკვეთრი ზრდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე ირანის ინიციატივის უარყოფამ განაპირობა. ამ მოვლენებმა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების გაყიდვის ახალი ტალღა გამოიწვია. შედეგად, 10-წლიანი ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა 0.05 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2007 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს, 5.23%-ს გაუტოლდა. პარალელურად, ორწლიანი ობლიგაციების განაკვეთი 4.92%-მდე გაიზარდა, S&P 500-ისა და Nasdaq 100-ის ფიუჩერსებმა კი შესაბამისად 0.5%-ითა და 1.1%-ით დაიკლო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების შესაძლო განახლების მიუხედავად, დიპლომატიურ პროცესში წინსვლის ნიშნები არ ჩანს. Deutsche Bank-ის მაკროკვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ჯიმ რიდმა შექმნილ ვითარებას "ჩიხი" უწოდა და აღნიშნა, რომ ის ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდას მოელის.

BNP Paribas Asset Management-ის უფროსი მკვლევრის ეკატერინა ბიგოსის შეფასებით კი ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულმა კორპორაციულმა ემისიებმა კაპიტალზე კონკურენცია გაამძაფრა და სახელმწიფო ობლიგაციებზე ზეწოლა გააძლიერა.

აღსანიშნავია, რომ გაყიდვების ტალღა ევროპისა და აზიის ფასიანი ქაღალდების ბაზრებზეც გავრცელდა. დიდ ბრიტანეთში 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 2008 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს, 5.42%-ს მიაღწია. გერმანიის 10-წლიანი ბონდების განაკვეთი 3.65%-მდე გაიზარდა, საფრანგეთისა და იტალიის ანალოგიური მაჩვენებლები კი რეგიონული კონფლიქტის დაწყების შემდეგ რეკორდულ დონემდე ავიდა.

BNY-ის ანალიტიკოსის, ჯეფრი იუს განმარტებით, ეს დინამიკა ენერგორესურსების შეზღუდული მიწოდებით გამოწვეულ შეშფოთებას უკავშირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშიდან 370-ში დარღვევა არ გამოვლინდა - სეს

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშიდან 370-ში დარღვევა არ გამოვლინდა - სეს

BM.GE

ქართველი პარაძიუდოისტების ისტორიული გამარჯვება | საქართველოს ბანკი - პარალიმპიური კომიტეტის მთავარი სპონსორი 2019 წლიდან

ქართველი პარაძიუდოისტების ისტორიული გამარჯვება | საქართველოს ბანკი - პარალიმპიური კომიტეტის მთავარი სპონსორი 2019 წლიდან

BM.GE

იდეალური იქნებოდა, 100 000-დან 200 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის განაკვეთი 0.5%-მდე შემცირებულიყო - დავით პაპიაშვილი

იდეალური იქნებოდა, 100 000-დან 200 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის განაკვეთი 0.5%-მდე შემცირებულიყო - დავით პაპიაშვილი

BM.GE

რომელ ღვინის კომპანიებს გაუფორმა მთავრობამ კონტრაქტი ყურძნის ჩაბარებისთვის?

რომელ ღვინის კომპანიებს გაუფორმა მთავრობამ კონტრაქტი ყურძნის ჩაბარებისთვის?

BM.GE