მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის ბაზარი 2027 წლამდე ვერ დასტაბილურდება – Saudi Aramco-ს დირექტორი
ნავთობის ბაზარი 2027 წლამდე ვერ დასტაბილურდება – Saudi Aramco-ს დირექტორი

ნავთობის ბაზარი 2027 წლამდე ვერ დასტაბილურდება – Saudi Aramco-ს დირექტორი

BM.GE13 მაისი, 2026, 01:20|bm.ge

მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიის, Saudi Aramco-ს აღმასრულებელი დირექტორი, ამინ ნასერი ინვესტორებს ბაზრის ხანგრძლივი დესტაბილიზაციის შესახებ აფრთხილებს.

მისი განცხადებით, თუ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, ნავთობის ბაზრის ნორმალიზებას მინიმუმ 2027 წლამდე დასჭირდება დრო. ნასერმა აღნიშნა, რომ სრუტის დღესვე გახსნის შემთხვევაშიც კი, ბალანსის აღდგენას თვეები დასჭირდება, პროცესის შეფერხება კი კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.

როგორც ირკვევა, ბაზრის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა გლობალური სატანკერო ფლოტის მუშაობის შეფერხებაა. ნასერის ინფორმაციით, სპარსეთის ყურეში ამჟამად 600-ზე მეტი გემი, ძირითადად ნავთობმზიდი ტანკერებია გაჩერებული, ხოლო სრუტის მიღმა კიდევ 240 ხომალდი ელოდება გადაადგილების ნებართვას. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, მიწოდების ჯაჭვის აღსადგენად გემების ხელახალი პოზიციონირება გახდება საჭირო, რასაც ოპტიმისტური სცენარითაც რამდენიმე თვე დასჭირდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სრუტის დაკეტვის შედეგად, ნავთობის ბაზარი ყოველკვირეულად 100 მილიონ ბარელ ნავთობს კარგავს. თუ ომამდე ჰორმუზის სრუტეს დღეში 70-100 ხომალდი გადიოდა, ამჟამად მათი რაოდენობა 5 ერთეულამდეა შემცირებული. ბლოკადის დაწყებიდან დღემდე ბაზარმა ჯამში 1 მილიარდ ბარელზე მეტი დაკარგა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE