მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის ფასები მკვეთრად იზრდება
ნავთობის ფასები მკვეთრად იზრდება

ნავთობის ფასები მკვეთრად იზრდება

BM.GE14 ივლისი, 2026, 04:17|bm.ge

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობების ხელახლა დაძაბვისა და სამხედრო მოქმედებების განახლებების ფონზე ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის, ბუნებრივი აირისა თუ ძვირფასი მეტალების ფასები მკვეთრად შეიცვალა.

გასული 24 საათის განმავლობაში, ბრენტის(BRENT) ფასი ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მკაფიოდ, $7 დოლარით გაიზარდა და $83 დოლარს მიაღწია, რაც 17 ივნისს, დაპირისპირებულ ორ ქვეყანას შორის მემორანდუმის დადების შემდეგ ყველაზე უარესი მაჩვენებელია. საყურადღებოა, რომ ამჟამად ბარელი ბრენტი ზუსტად იმდენად ივაჭრება, რამდენადაც 1 თვის წინ.

მკვეთრი მატება ფიქსირდება ამერიკული წიაღისეული საწვავის, იგივე ნედლი ნავთობის ანუ WTI-ს შემთხვევაშიც, რომელიც $77 დოლარამდე გაიზარდა, რაც ბოლო 24 საათში თითქმის 9%-იან ზრდას ნიშნავს, კვირის ჭრილში კი 13.25%-იან მატებაზე მიუთითებს.

საყურადღებოა, რომ გლობალური ტენდენციის ფონზე იკლებს რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი, რომელიც ბოლო 1 დღეში $1.41 დოლარითაა შემცირებული და $53.71 დოლარად ივაჭრება. ეს კი 1 თვის წინანდელ პერიოდთან შედარებით 31.48%-იან კლებაზე მიუთითებს.

ჰორმუზის სრუტის გარშემო დაძაბულობის ზრდა პირდაპირ აისახა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასზეც. 1 დღეში ფასი 8%-ით, $52.69-მდე გაიზარდა, დიდ ბრიტანეთში კი ფასმა თითქმის 6%-ით მოიმატა და 124 გირვანქა სტერლინგს მიაღწია.

ტრადიციულად, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების მატებას მკვეთრი კორექცია მოჰყვა ძვირფასი მეტალების ბირჟაზე. ერთი უნცია ოქროს ფასი $4,002 დოლარამდე ჩამოვიდა, რაც დღიურ ჭრილში საშუალოდ $119 დოლარით შემცირებას ნიშნავს, ვერცხლის შემთხვევაში კი კლება 3.66%-ია და ამჟამად მეტალი $57.6 დოლარად ივაჭრება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ნავთობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • აშშ სანქციებს უწესებს 60-ზე მეტ ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს და გემს, რომლებიც ირანის რეჟიმს ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების უკანონო მოპოვებაში, კიბეროპერაციების განხორციელებასა და ნავთობიდან შემოსავლების მიღებაში ეხმარებიან - სკოტ ბესენტირუსთავი 2
  • მსოფლიოში ნავთობის ფასი 2%-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახაზინო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თეირანს ეკონომიკური სანქციებით დაამარცხებსიმედი
  • ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მარშრუტებს განიხილავსფორმულა
  • ოფიციალურად, შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ „ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნესტვ პირველი
ნავთობის →

მსგავსი სტატიები

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

BM.GE

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

BM.GE

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

BM.GE

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

BM.GE