მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მარშრუტებს განიხილავს
ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მარშრუტებს განიხილავს

ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მარშრუტებს განიხილავს

ფორმულა|formulanews.ge

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო „ინტერფაქს-ყაზახეთი“ იუწყება, რომ ქვეყანა ნავთობის ექსპორტის დამატებით გზებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მილსადენებსა და კასპიის ზღვისა თუ აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტს განიხილავს.

ალტერნატიული მარშრუტების მოძიების აუცილებლობა „კასპიის მილსადენების კონსორციუმის“ (CPC) ობიექტების შეფერხებულმა მუშაობამ გამოიწვია, რაც გამოწვეულია რუსეთის ტერიტორიაზე, ნოვოროსიისკის რაიონში არსებულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული დარტყმებით.

აღნიშნული კონსორციუმის მილსადენებით ძირითადად დასავლეთ ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება ხორციელდება, ხოლო მის აქციონერებს შორის რუსულ და ყაზახურ კომპანიებთან ერთად რამდენიმე ევროპული და ამერიკული გიგანტიც შედის, მათ შორის Chevron.

შექმნილი ვითარების გამო 2026 წლის ივლისიდან ყაზახეთმა საექსპორტო ნაკადების გადანაწილება უკვე დაიწყო, რის შედეგადაც მიწოდება გაიზარდა ატირაუ-სამარის მიმართულებით და ჩინეთის ბაზარზე.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • ხობში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის 11.4 კმ-იანი გზის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს - ბიუჯეტიდან ₾19.2 მლნ-ია გამოყოფილიBM.GE
  • პოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირიიმედი
  • პოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირირუსთავი 2
  • იდენტიფიცირებულია კაცი, რომელიც ღამით თბილისის ცენტრში „დიდება პუტინს“ ყვიროდატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

მოლდოვამ მოსკოვიდან ელჩი კონსულტაციისთვის გაიწვია „დრონის ინციდენტის“ გამო

მოლდოვამ მოსკოვიდან ელჩი კონსულტაციისთვის გაიწვია „დრონის ინციდენტის“ გამო

ფორმულა

კაპანაძე: მე და მარიამ დურგლიშვილი აღარ გავაგრძელებთ გიორგი ჭიღლაძის ინტერესების დაცვას

კაპანაძე: მე და მარიამ დურგლიშვილი აღარ გავაგრძელებთ გიორგი ჭიღლაძის ინტერესების დაცვას

ფორმულა

უკრაინული დრონების დარტყმების გამო გამომცემლობებმა Wildberries-ზე წიგნების გაყიდვა შეაჩერეს

უკრაინული დრონების დარტყმების გამო გამომცემლობებმა Wildberries-ზე წიგნების გაყიდვა შეაჩერეს

ფორმულა

აჭარის ტელევიზიის წამყვანზე სისტემატური თავდასხმისა და მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

აჭარის ტელევიზიის წამყვანზე სისტემატური თავდასხმისა და მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

ფორმულა