მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის ფასი 5%-ით გაიზარდა - მიზეზები
ნავთობის ფასი 5%-ით გაიზარდა - მიზეზები

ნავთობის ფასი 5%-ით გაიზარდა - მიზეზები

BM.GE29 ივლისი, 2026, 19:34|bm.ge

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირების განახლებისა და ირანის მიერ ამერიკულ ძალებზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის ფონზე ნავთობის ფასი ენერგეტიკულ ბირჟებზე კვლავ მკვეთრად გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება ბოლო 24 საათში 5%-ით გაიზარდა და ბარელზე $88.4 შეადგინა. პარალელურად, ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ფასმა 5%-ით მოიმატა და $83.2-ს მიაღწია.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (Centcom) განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ახლო აღმოსავლეთში განთავსებული ამერიკული ძალების მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. საპასუხოდ, ამერიკულმა და საუდის არაბეთის ძალებმა ერაყის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი პროირანული დაჯგუფებების შეიარაღებისა და ლოგისტიკურ ობიექტებზე იერიში მიიტანეს. აღსანიშნავია, რომ მათი ეს ნაბიჯი ირანთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ბოლო სამი დღის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით 30-ზე მეტ შეტევას მოჰყვა.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ გლობალური ენერგობაზრების სტაბილურობა უკვე რამდენჯერმე დააყენა გამოწვევების წინაშე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BM.GE

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

BM.GE

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

BM.GE

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

BM.GE