მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა - რა გახდა მიზეზი?
ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა - რა გახდა მიზეზი?

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE12 მაისი, 2026, 20:03|bm.ge

ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი 3%-ით გაიზარდა, რაც აშშ-ირანის კონფლიქტის დასრულების პერსპექტივის შესუსტებასა და მიწოდების შეფერხების საფრთხეს უკავშირდება.

სამშვიდობო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით ვაშინგტონსა და თეირანს შორის არსებულმა მკვეთრმა უთანხმოებამ ენერგორესურსების ბაზარზე დაძაბულობა კვლავ გაამწვავა. Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ღირებულება ბარელზე 107 დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ამერიკულ West Texas Intermediate-ს, მისი ფასი ამჟამად 101 დოლარს შეადგენს. რუსული Urals-ის ფასი ამ ეტაპზე $98-ის ფარგლებშია.

როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კრიტიკულ მდგომარეობაშია. პროცესის შეფერხებას მხარეებს შორის რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე შეუთანხმებლობა იწვევს. კერძოდ, ირანის მხრიდან საუბარია ყველა ფრონტზე საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბლოკადის მოხსნაზე, ირანული ნავთობის გაყიდვების აღდგენასა და ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. პარალელურად, თეირანი ჰორმუზის სრუტეზე საკუთარ იურისდიქციის ჩამოყალიბებას ცდილობს, რაც ამერიკისთვის ასევე მიუღებელია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ანალიტიკოსები ბაზრის მკვეთრ რყევებს პროგნოზირებენ. KCM Trade-ის შეფასებით, სამშვიდობო პროცესში რეალური გარღვევა ფასის $12-იანი კორექტირებას გამოიწვევს. თუმცა, კონფლიქტის ესკალაციისა და ბლოკადის განახლების შემთხვევაში, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი შესაძლოა $115-იან ნიშნულს სწრაფად დაუბრუნდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE