
ნავთობის ფასი ომამდელ ნიშნულამდე შემცირდა
ჰორმუზის სრუტიდან ნავთობტანკერების გასვლის ინტენსიური პროცესის ფონზე, ნავთობის ფასი თებერვლის ბოლოს, ირანში საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ნიშნულს მიუახლოვდა.
ამჟამად გლობალურ ბაზარზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ხუთშაბათს ბარელზე $72-მდე შემცირდა, რაც 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ თეირანზე მიტანილ სარაკეტო იერიშებამდე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია. რაც შეეხება ამერიკული WTI-ის ფასს, ის ბარელზე 69 დოლარს შეადგენს, რაც ერთ თვეში 26%-იან კორექციას წარმოადგენს. შედარებისთვის რუსული Urals-ის ფასი უკვე 58 დოლარამდეა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულად დაუბრუნდა ომამდელ მაჩვენებელს.
MarineTraffic-ის მონაცემების მიხედვით, ამ უმნიშვნელოვანეს საზღვაო დერეფანში გემების მოძრაობა ბოლო 24 საათში გაორმაგდა და თებერვლის ბოლოდან მოყოლებული უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ორ კვირაში ნავთობის ტრაფიკი სრულად აღდგება და სანავთობო კრიზისიც დასრულდება.
BM.GE
წყარო: bm.ge