მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ნავთობის ფასი შესაძლოა 120-დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდეს" - Goldman Sachs
"ნავთობის ფასი შესაძლოა 120-დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდეს" - Goldman Sachs

"ნავთობის ფასი შესაძლოა 120-დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდეს" - Goldman Sachs

BM.GE22 ივლისი, 2026, 03:31|bm.ge

Goldman Sachs-მა წარადგინა ახალი ანგარიში, სადაც მისმა ანალიტიკოსებმა გააანალიზეს ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე კრიზისის ფონზე ფასების სავარაუდო მატება. როგორც ირკვევა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება წლის მეოთხე კვარტალისთვის შესაძლოა ბარელზე $120-მდე გაიზარდოს.

ბანკის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს ისეთი საბაზისო პროგნოზიც, რომელიც ითვალისწინებს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციას, რა შემთხვევაშიც Goldman-ის ექსპერტები ნავთობის ფასის $80-მდე დასტაბილურებას მოელიან. ამჟამინდელი მოცემულობით, დან სტრუივენის გუნდს ფასების ზრდის მოლოდინი აქვს, რადგან წითელ ზღვასა და ჰორმუზის სრუტეში მიწოდების შეფერხებები გრძელდება, კონფლიქტის დასრულების პერსპექტივა კი არ ჩანს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და ირანს შორის განახლებულმა დაპირისპირებამ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე უარყოფითი განწყობა კვლავ დააბრუნა და ფასები მკვეთრად გაზარდა. ანალიტიკოსების განწყობებს ამძიმებს ის ფაქტიც, რომ იემენში მოქმედი ტერორისტი ჰუსიტები საუდის არაბეთიდან მომავალი ტვირთების ბლოკირებას გეგმავენ.

სპეციალისტების შეფასებით, მიწოდების შოკების მიმართ ბაზრის მოწყვლადობა ისევ გაზრდილია, თუმცა ჩინეთიდან იმპორტის მაჩვენებლების ვარდნის დამსახურებით ამჯერად შესაძლოა ფასები იმდენად მკვეთრად აღარ გაიზარდოს შესაძლოა შეზღუდოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

რუსეთის ნავთობის ექსპორტის 94% მეგობარ ქვეყნებზე მოდის - ვიცე-პრემიერი ნოვაკი

რუსეთის ნავთობის ექსპორტის 94% მეგობარ ქვეყნებზე მოდის - ვიცე-პრემიერი ნოვაკი

BM.GE

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

BM.GE

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE